პოეზია ალვის ხესთან 2013, 7 მაისი, 13:58 ეს ლექსი არის პასუხი ლექსისა რომელიც ჩემმა მეგობარმა ბესომ მე მომიძღვნა. ის ნამდვილი მეგობარია. უკვე მერამდენედ ვკითხულობ წერილს, შენი ხელებით ნაწერს, ნაზუთხსა. განვიცდი იმას, რაც არ მიგრძვნია, ბედისგან ნატანჯს ამ ბოლო ხანსა. "მე შენ მიყვარხარ, კეთილო, ძმაო, " არ დავიღლები მე ამის თქმითა. შენს ლამაზ თვალებს დავუნთებ სანთლებს, რომ შემომხედო კვლავ ღიმილითა. ბედნიერება ღვთისგან ნაბოძი, შენთვისა მინდა, ამისა გწამდეს. თავბრუდამხვევი ეს სიყვარული, მსურს უტანჯველად გამოგეცადოს. შენ იმსახურებ სიკეთეს ნათელს და გაბრწყინებას ოქროს კოშკებზე. მთელი გულითა უნდა იხარო და ისაუბრონ შენს სიკეთეზე. მწამს გაიზრდები და გაიხარებ, შენს ოცნებებში ლამაზ ფერებში, ლამაზ გოგოსთან, ლამაზ შვილებთან, ერთად ვიცინოთ სიმოხუცეში. ეს მეგობრობა ურყევ კავშირად, მთელი ცხოვრება უნდა ვატაროთ. დე იქცეს ესა მითად, ლეგენდად, შთამომავლობას რომ დავუტოვოთ. რომ გადაივლის წელი მრავალი, ჩვენც გავუყვებით ბილიკებს შავსა, მაგრამ გჯეროდეს იქაც გიპოვი, მსწრაფლად მოვძებნი მე "ალვის ხესთან". ჩუმი ფიქრებით და მწველი მზერით, იქაც უთუოდ დაგელოდები და შენი ხილვით გაოცებული, მეც სიყვარულით ჩაგეხუტები. თამო ჯიქია 25-08-2009 26 11-ს მოსწონს
|