ბრილიანტი თითქმის $40 მილიონად გაიყიდა
ვარდისფერი ბრილიანტი „პრინსი“ „კრისტის“ აუქციონზე $39, 3 მილიონად გაიყიდა. მყიდველი ვაჭრობაში ტელეფონით მონაწილეობდა. მისი ვინაობა არ დასახელებულა. ძვირფასი ქვის წონა 34, 65 კარატია. „პრინსი“ პირველად 1960 წელს გაიყიდა 46.000 სტერლინგად
(დღევანდელი ეკვივალენტით - $1, 3 მილიონი) და ის ფრანგული კომპანია Van Cleef & Arpels-ის ლონდონის განყოფილებამ შეიძინა. მას შემდეგ ძვირფასი თვალი საზოგადოების წინაშე არ წარმოუდგენიათ.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს „სოთბის“ აუქციონზე 24, 78 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი „პინკ გრაფი“ $46 მილიონად შეიძინეს.
სამწუხაროდ ბრილიანტის ფოტოსურათი არ არის გამოქვეყნებული ინტერნეტ სივრცეში.