მოგზაურობა 5 ყველაზე მზიანი ადგილი დასასვენებლად 2013, 6 მაისი, 0:45 ზაფხული სადაცაა კარზე მოგვადგება, მათ, ვინც მზიან ამინდზე ოცნებობს, მინდა შემოგთავაზოთ ყველაზე მზიანი ადგილები მთელ დედამიწაზე.
დუბაი (არაბეთის გაერთიანებული საამირო)- აქ წელიწადში 360 დღე მზეა და მხოლოდ 5 დღეა მოღრუბლული.
თუ თქვენ გინდათ კომფორტული დასვენება ოტელში, ტექნიკის სიახლეების გაცნობა და შოპინგი, მაშინ დუბაიზე უკეთესი ადგილი არამგონია ნახოთ.
ბალი (ინდონეზია)- 340 მზიანი დღე.
აქ დასვენებისთვის საუკეთესო პირობებია: ქვიშიანი პლაჟები, განმარტოებული ბუნგალოები, ღამის დისკოტეკა ზღვის სანაპიროზე და გემრიელი ინდონეზიური სამზარეულო. ამ ყველაფრისთვის სასიამოვნო ფონს ქმნის 340 მზიანი დღე, რომლებიც ტურისტებს დასვენებით ტკბობისა და კარგი ფოტოების გადაღების საშუალებას აძლევს. კვიპროსი (კუნძული ხმელთაშუა ზღვაში)-320 მზიანი დღე. სიდიდით მესამე კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოა დღეს, ტურისტებს არა მხოლოდ მდიდარი ისტორიითა და უძველესი კულტურით იზიდავს, შესანიშნავი ამინდითაც, რომელის აქ წელიწადში 11 თვის მანძილზე მეფობს. ზღვიდან მონაბერი ნიავის წყალობით კვიპროსზე არასდროსაა მხუთავი სიცხე, ამიტომ თავისუფლადაა შესაძლებელი კუნძულზე გადაადგილება, ექსკურსიები და პლაჟზე გარუჯვა. ანდალუზია (ესპანეთი) - 300 მზიანი დღე. გრანადა, კორდობა და სევილია- ანდალუსიის 3 მთავარი ქალაქი, სადაც მუდმივად ზაფხულია. სიმწვანე, არომატული ღვინო და მწარე საჭმელები შესანიშნავი ალტერნატივა იქნება აკრძალული ესპანური კორიდისა. აქ, მხოლოდ ორი თვეა წელიწადში მოღრუბლული, დანარჩენ დროს შეგიძლიათ დატკბეთ ღირსშესანიშნაობებით, თეატრალური წარმოდგენებით ანდაც უბრალოდ პლაჟიდან ფეხი არ მოიცვალოთ. იამაიკა (კუნძული-სახელმწიფო კარიბის ზღვაში)-250 მზიანი დღე. რომი, უსაზღვრო თავისუფლება და მწველი მზე-ეს ყველაფერი იამაიკაა. მშვიდი დასვენებისთვის იამაიკაზე გამგზავრებას აზრი არ აქვს, ჯერ არავინ დაბრუნებულა აქედან ისე, რომ ერთი-ორი საინტერესო ისტორია არ ჩამოეტანა თან, მოულოდნელად თავს დამტყდარ გრძნობებზე, სპონტანურ გადაწყვეტილებებსა და უჩვეულო საქციელებზე. ვინ იცის, იქნებ ამის მიზეზი მწველი მზეც კია. ინტერმედიელებო, თუ ყველგან ვერ მოახერხებთ წასვლას, გისურვებთ ამ ზაფხულს ერთგან მაინც წასულიყავით დასასვენებლად!!! 228 20-ს მოსწონს
|