x
image
SnowRider
რომელი უფრო ხელმისაწვდომია მობილური თუ ტუალეტი ?

imageდედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ბევრად ხელმისაწვდომია მობილური, ვიდრე ტუალეტი.
ერთი უცნაური კვლევის შესახებ უნდა მოგიყვეთ. უფრო სწორად უცნაური ამ კვლევის შედეგია: გაეროს ინფორმაციით, დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ბევრად ხელმისაწვდომია მობილური ტელეფონი ვიდრე ტუალეტი. კერძოდ, მაშინ როცა 7 მილიარდი ადამიანიდან 6 მილიარდს მობილურ ტელეფონზე ხელი მიუწვდება, ტუალეტის „ახლოს იცნობს“ მხოლოდ 4, 5 მილიარდი.


- დროა, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ: ამ პრობლემის შესახებ
ადამიანები ბევრს არ ლაპარაკობენ, მაგრამ მის მოგვარებას შეუძლია გააუმჯობესოს მრავალი ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლის დონე და გარემო, - ამბობს ელიასონი.


გაეროს გენერალური მდივნის იან ელიასონის ინფორმაციით,
გაკეთდება მაქსიმალური, რათა 2015 წლისათვის უტუალეტო ადამიანების რაოდენობა მინიმუმ ორჯერ მაინც შემცირდეს.



მათ შორის, საუბარია ტუალეტების ხელმისაწვდომობაზე და ეკოლოგიურად სუფთა უნიტაზის შექმნაზე, რომელიც დღევანდელზე მნიშვნელოვნად მცირე რაოდენობის წყალს მოიხმარს. ეს არის ერთ ერთი იმ გეგმის პუნქტი რომელიც 2012 წელს ბილ გეითსის საქველმოქმედო ფონდმა შეიმუშავა.



გაეროს კვლევის თანახმად ინდოეთში სადაც ტუალეტების
ნაკლებობის ყველაზე დიდი პრობლემაა, 626 მილიონი მოქალაქე ტუალეტებით არ სარგებლობს, ხოლო 1 მილიარდზე მეტ ინდუსს მობილური აქვს.



ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია ჩინეთი სადაც 986 მილიონ ადამიანს მობილური აქვს, ხოლო 14 მილიონი მოქალაქეს ტუალეტი არ გააჩნია

3
35
6-ს მოსწონს
ავტორი:SnowRider
SnowRider
35
  
2013, 5 მაისი, 22:24
გეთანხმები :D :D :D
2013, 5 მაისი, 22:15
ქართველი სადაც მიაფსავს ყველგან ტუალეტი არაა ?
2013, 5 მაისი, 21:38
:))
0 1 3