სხვა რატომ ამოქმედდა 2012 წლის შემოდგომაზე ამერიკაში ცარნაევების დედის წინააღმდეგ დაკავების ორდერი 2013, 5 მაისი, 21:24 ამერიკული რადიო სადგური "ამერიკის ხმა" აცხადებს, რომ შესაძლოა შვილის დაკრძალვაზე ჩასული ზუბეიდატ ცარნაევა ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცველებმა დააკავონ. ქალბატონი ცარნაევის წინააღმდეგ მოქმედებს დაკავების ორდერი, რომელიც 2012 წლის 25 ოქტომბერს იქნა გამოცემული სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო.როგორც ცნობილია, მან გასული წლის ოქტომბერში ამერიკაში ერთ - ერთ მაღაზიაში 1600 დოლარის ღირებულების ტანსაცმელი მოიპარა და მიიმალა. როგორც ტელეკომპანია "ეი ბი სი" აცხადებს, ზუბეიდატ ცარნაევას, რომელიც ამჟამად დაღესტანში იმყოფება, სურვილი ჰქონდა ამერიკაში ჩასულიყო გარდაცვლილი შვილის დაკრძალვაზე და მეორე - უმცროსი ჯოხარი ციხეში მოენახულებინა, მაგრამ სატელეფონო საუბარში მან კორესპონდენტს მოგვიანებით დაზუსტებით უთხრა, რომ დაკრძალვას მხოლოდ მისი მეუღლე დაესწრება. ტამერლან ცარნაევის ქვრივის სახლში კი რამდენჯერმე ჩატარდა ჩხრეკა, სადაც ამერიკის ფედერალური ბიუროს სამსახურის წარმომადგენლებმა რამდენიმე ჩანთა აღმოაჩინეს, რომელმაც გამოძიების ყურადღება მიიქცია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩანთების შემადგენლობა გასაიდუმლოებულია.ქვრივის ჩხრეკის ფაქტს წინ უძღოდა ექსპერტიზის მიერ დადებული საკმაოდ სერიოზული დასკვნა, რაზეც ინფორმაცია ამერიკულმა ჟურნალმა დღეს გაავრცელა.საქმე ეხება ბოსტონის ტერაქტის დროს გამოყენებულ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე აღმოჩენილ ქალის დნმ. "რია ნოვოსტის" დღევანდელი ინფორმაციით კი, რომელმაც ამერიკულ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, შესაძლოა გარდაცვლილი ტამერლან ცარნაევის ცხედარს ხელმეორედ გაკვეთა დასჭირდეს, რამაც ადვილი შესაძლებელია საერთოდ შეცვალოს გამოძიების მიმართულება და ახალი გარემოებები გაჩნდეს ტერაქტის გარშემო. რაც შეეხება გარდაცვლილის ცხედარს, მისი გვამი ბოსტონიდან 60 კილომეტრის დაშორებით ქალაქ ბუსტერეში, დამკრძალავ ბიუროში იმყოფება. 58 28-ს მოსწონს 1-ს არა
|