x
image
SnowRider
ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები

image„ხასიათი არის ის, რაშიც გამოიხატება ადამიანის ნებისყოფა. ამიტომ
ხასიათს ვერ გამოხატავს ისეთი ქმედებები და სიტყვები, რომლებშიც არ ჩანს, თუ რას ესწრაფვის და რას გაურბის ადამიანი“ - არისტოტელე.
„იყო პიროვნება, ნიშნავს - გქონდეს უნარი, იყო საკუთარი თავის ბატონი არჩეული პრინციპების წყალობით“ - კანტი.


„თუ ადამიანმა არ იცის, რომელი ნავსაყუდელისაკენ მიეშურება, ვერცერთი ქარი ვერ იქნება მისთვის მეგზური“ - სენეკა.


„ადამიანის ცხოვრებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ იგი ისახავს მიზნებს და იბრძვის მათ მისაღწევად“ - არისტოტელე.


„მიზნის დაკარგვით შენ კარგავ თავს“ - ნიცშე.


როცა იცი, როგორ უნდა მოიქცე და ამას არ აკეთებ, ან გაბედულება
გაკლია ან პრინციპულობა“ - კონფუცი.


„კონფლიქტი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოქმედი განსხვავებების გამოვლენაა“ - ჯონ კავალი.


„მთავარი ის კი არ არის, ვართ თუ არა ვინმესთან კონფლიქტში, მთავარია - რას ვუშვებით კონფლიქტს და რას ვქმნით მისგან“ - თომას. ფ. კრუმი.


„დემოკრატია არის მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმა, ხოლო მმართველობის ყველა სხვა ფორმა მასზე უარესია“ - უინსტონ ჩერჩილი.


„უსასრულოა მხოლოდ სამყარო და ადამიანის იდიოტიზმი. თუმცა პირველთან დაკავშირებით ეჭვი მეპარება !“ - ალბერტ აინშტაინი.


„შენი გაშიშვლებული სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს“ - ჩარლი ჩაპლინი.

1
957
8-ს მოსწონს
ავტორი:SnowRider
SnowRider
957
  
2013, 6 მაისი, 7:44
როცა იცი, როგორ უნდა მოიქცე და ამას არ აკეთებ, ან გაბედულება
გაკლია ან პრინციპულობა“ - კონფუცი.

„იყო პიროვნება, ნიშნავს - გქონდეს უნარი, იყო საკუთარი თავის ბატონი არჩეული პრინციპების წყალობით“ - კანტი.

მშვენიერი ჭეშმარიტებანი

ყოველნაირ ცუდ სიტუაციაში ყოველთვის ეძიე კარგი და გამოიყენე შენს სასარგებლოდ-დავით აღმაშენებელი
0 1 1