კინო დემი მურმა თავისი შვილის ყოფილი შეყვარებული საყვარლად გაიხადა 2013, 4 მაისი, 9:18
ცნობილმა მსახიობმა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაშორდა ეშტონ კატჩერს, მისი შემცვლელი იპოვნა. როგორც იცით, იგი ძალიან განიცდიდა ეშტონთან განშორებას. ეშტონმა დემი ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარებულ, მილა კუნისში გაცვალა. დემი მურმა საყვარლად აირჩია არა უბრალოდ ვინმე ბიჭი, არამედ თავისი გოგონას, რუმერის ყოფილი შეყვარებული. 50 წლის დემი მურის საყვარელი გახდა, 32 წლის ჰოლივუდის ფლეიბოი, ჰარი მორტონი. როგორც უცხოური მედია იტყობინება, ჰარი უკვე გადავიდა საცხოვრებლად დემი მურთან ბევერლი ჰილზე. რგორც ამბობენ, დემი მური ძალიან არის შეყვარებული თავის ახალ რჩეულზე, ჰარი მორტონზე. მსახიობი დარწმუნებულია, რომ მათი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება. როგორც ჩანს, დემის უხერხულობას არ უქმნის ის ფაქტი, რომ ჰარი მანამდე მის ქალიშვილს ხვდებოდა. 99 6-ს მოსწონს
|