საზოგადოება ნინა ყოფილ ქმარს გლოვობს. 2013, 3 მაისი, 22:22 ![]() 5 მაისს 40 დღე გავა ნინა წკრიალაშვილის ყოფილი ქმრის გარდაცვალებიდან, რომელსაც იგი რამდენიმე თვით ადრე დაშორდა.იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაიღუპა. ალბათ ყველას ახსოვს ნინას ინტერვიუ გადაცემა „პროფილში“, სადაც მან განაცხადა, რომ ქმარს ეჭვიანობის გამო დაშორდა და მასთან ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელი იყო. დღეს კი ნინა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ დიდი დანაკარგი განიცადა მისი ყოფილი ქმრის გარდაცვალების შედეგად. როგორც ჩანს ნინას ქმარი ძალიან უყვარდა და ყოველი დღე მომღერლისთვის საფლავზე გასვლით იწყება. სახლში მისი სურათებით კუთხე აქვს მოწყობილი და ჯერ კიდევ ინახავს ქმრის მაისურებს, რომლებსაც მისი სუნი შემორჩენია. განიცდის მის დაკარგვას და სიცარიელის შევსებას მის შვილებთან და დედასთან ურთიერთობით ცდილობს. ![]() ნინა ჟურნალ „სარკესთან“ ინტევიუში ქმართან დაშორების მიზეზს კვლავ ახსენებს. ეჭვგარეშეა, რომ მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, თუმცა მომღერლისთვის შეუძლებელი იყო ერთობლივი ცხოვრება, რადგან მისი აწ უკვე გარდაცვლილი მეუღლე ყველა მამაკაცზე ეჭვიანობდა, ვინც კი ნინას ხმას გასცემდა. ![]() მასთან ერთად უბედნიერესი წუთები აქვს გატარებული და გასახსენებელიც ძალიან ბევრი აქვს: ორი დაუვიწყარი მოგზაურობა მსოფლიოში და საქართველოს ყველა კუთხეში. ახლა კი ვინაიდან მან კარგად იცოდა მეუღლის ყველა ჩანაფიქრი, ცდილობს თვითონ განახორციელოს ეს ყველაფერი და ამით მაინც იგრძნოს თავი ცოტა უკეთესად. ![]() 1961 8-ს მოსწონს
|