საზოგადოება 10 საოცარი ფაქტი, რომელზეც არ გსმენიათ 2013, 3 მაისი, 19:34 1. 1967 წელს სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპ-ტაუნში პროფესორმა კრისტიან ბერნარდმა გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია ჩაატარა. სამწუხაროდ, 8 დღეში პაციენტი დაიღუპა. 2. გეპარდი, რომელიც აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიებზე ბინადრობს, მსოფლიოში უსწრაფესი ცხოველია. მისი სიჩქარე 100კმ/სთ-ს აღწევს. იგი სამჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე 100 მეტრზე მორბენალი ოლიმპიური ჩემპიონი. 3. ახლო აღმოსავლეთის შედარებით მცირე ტერიტორიაზე, მსოფლიოს ნავთობის მარაგის 60 პროცენტია თავმოყრილი. ნავთობის მწარმოებელ ქვეყანათა შორის აღსანიშნავია საუდის არაბეთი. 1993 წლეს იგი დღეში 8198 მილიონ ბარელს აწარმოებდა. 4. ევერსეტის (მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის) სიმაღლეა 8840 მეტრი. მაგრამ უფრო მაღალი მთა გვხვდება ჰავაიში, თუმცა მისი უდიდესი ნაწილი წყლის ქვეშ არის მოქცეული. 5. ინდოელ შრიდჰარ ჩილალს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრჩხილები აქვს. მარცხენა ხელის ფრჩხილები 5, 49 მეტრს აღწევს. მოლოს მან ფრჩხილი 1952 წელს დაიჭრა. 6. მეთვრამეტე საუკუნის განმავლობაში კუნძული მადაგასკარი ყველაზე სისხლიანი მეკობრეების თავშესაფარს წარმოადგენდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია კაპიტანი კიდდი და თომას თიუ. 7. თეთრი ზვიგენი სამხრეთ აფრიკის წყლებში გემების უეცარი ჩაძირვის მთავარი მიზეზია. მარტო ერთ რაიონში, ე.წ. „ცრუ ყურეში“ მან 11 გემი ჩაძირა. 8. პაპუა ახალი გვინეის მოსახლეობა მხოლოდ 3 მილიონია, თუმცა აქ 800 სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. 9. სიდნეის ოპერის შენობა ავსტრალიაში, მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს (ეიფელის კოშკისგან განსხვავებით). მას 15 წელი აშენებდნენ. ეს იყო პირველი ფართომაშტაბიანი პროექტი, რომელიც კომპიუტერული ტექნოლოგიებით დამუშავდა. 10. 1945 წელს წყნარ ოკეანეში გამოსცადეს პირველი ატომური ბომბი. 1945 წლის 6 აგვისტოს ბომბი რეალურად გამოიყენეს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაზე თავდასხმის დროს, რის შედეგადაც 80000 ადამიანი დაიღუპა. 200 7-ს მოსწონს
|