x
image
SnowRider
ანჯელინა ჯოლის სკანდალური ფოტო

ანჯელინა ჯოლის უცნობი, მაგრამ სკანდალური ფოტო

imageცნობილი აუქციონი Christie's-ი გაყიდის ანჯელინა ჯოლის უცნობ ფოტოს. ფოტოზე, რომელიც 2001 წელს გადაიღო ცნობილმა ფოტოგრაფმა დევიდ ლაშაპელმა, ნახევრად შიშველი ჰოლივუდის ვარსკვლავი იმყოფება ცხენთან ერთად, წერს The Daily Mail-ი.
26 წლის მსახიობის ფოტოს გაყიდვას აპირებენ 25-35 ათასი ფუნტი სტერლინგის ფარგლებში. ფოტო მყიდველთა ყურადღებას იმით იქცევს, რომ მასზე ძანს ანჯელინა ჯოლის ერთ ერთი ძველი ტატუ, რომელიც მის სხეულზე აღარ არის. მსახიობის ხელზე დახატული იყო
დრაკონი და წარწერა „Billy Bob”-ი.


ბილი ბობ ტორნტონი გახდა ანჯელინას მეორე მეუღლე, ჯონი ლი მილერის შემდეგ. მათი რომანი 2000-იანი წლებში, მოქცეული იყო ყურადღების ცენტრში, მათი ექსტრავაგანტული
საქციელის გამო. ამ შემთხვევაში, წყვილმა გაცვალა სისხლის წვეთები, რომლებსაც ინახავდნენ სპეციალურ სამკაულებში. მაგრამ, სამ წელიწადში მათი ურთიერთობა დაინგრა, და ახლაგაზრდებს მოუწიათ ერთმანეთის ტატუების ტარება.
image


დევიდ ლაშაპელის ნამუშევარი შედის კატალოგში, სახელად „HorsePlay”. აუქციონზე წარმოდგენილია 108 ლოტი. მათ შორის უმრავლესობა არის ლაშაპელის და სხვა ცნობილი ფოტოგრაფების სურათები. აუქციონის ორგანიზატორები, რომელიც ჩატარდება 15 მაისს ლონდონში, აპირებენ ნახევარი მილიონი ფუნტის მოგებას.

0
933
7-ს მოსწონს
ავტორი:SnowRider
SnowRider
933
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0