აშშ-ს
ხელისუფლებამ უკრაინას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მთავარი
დამრღვევი უწოდა. ვაშინგტონის მონაცემებით,
ინტელექტუალური უფლებების დაცვის მხრივ, უკრაინაში უფრო ცუდი ვითარებაა,
ვიდრე სხვა ქვეყანაში. აშშ-ს სავაჭრო საკითხებში
წარმომადგენლის მოხსენებაში საუბარია, რომ კიევმა ვერ შეძლო ეფექტურად ებრძოლა
ინტერნეტ-მეკობრეობის წინააღმდეგ. ასევე ქვეყანაში მწვავედ დგას პროგრამული
უზრუნველყოფის არალეგალური გამოყენების პრობლემაც. როგორც ვაშინგტონში აღნიშნავენ,
ამგვარი პროგრამული უზრუნველყოფით
უკრაინის სახელმწიფო დაწესებულებებშიც კი სარგებლობენ. აშშ-ს
წარმომადგენლემა ასევე დასძინა, რომ თუ კიევი არ მიიღებს საჭირო ზომებს
ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად, უკრაინა მთელ რიგ შეღავათებს დაკარგავს სავაჭრო ურთიერთობებში. წელს აშშ-ს ხელისუფლებამ უკრაინასთან ერთად
თავის სამეთვალყურეო სიაში შეიტანა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ბარბადოსი,
ბულგარეთი, პარაგვაი, ტრინიდადი და ტობაგო.