საუკეთესო აეროპორტი სადაც, უბრალოდ, ვერ მოიწყენ.
აეროპორტი, რომელიც ყოველ დღე „სტუმრობს“ 135 000-ზე მეტ ადამიანს, და სადაც მოწყობილია კონფორტული ზონები, ბასეინები, სასტუმროები, კინოთეატრები და ბევრი სხვა რამ. ეს მცირე ჩამონათვალი გვხვდება სინგაპურის აეროპორტ ჩანგში. მას ასევე ეძახიან საუკეთესო აეროპორტს დედამიწაზე.
აეროპორტის შენობა ნამდვილი არქიტექტურული საოცრებაა. უმეტესობა მგზავრებისა აეროპორტში ხვდებიან ყველაზე ახალი და საოცარი „ტერმინალ 3“-ით.
საოცარ ვერტიკალურ ბაღს ეძახიან „მწვანე კედელს“.
ერთი ტერმინალიდან მეორეში ადვილად მოხვდებით მატარებელი სქაითრეინით (Skytrain).
„პირველი ტერმინალი“-ს სახურავზე არის ბასეინი, სადაც მგზავრებს
შეუძლიათ იცურაონ სულ რაღაც 14 დოლარით (ხოლო სასტუმრო «Ambassador Transit»-ის სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ბასეინით უფასოდ).
ბასეინთან ჯდომისას შეგიძლია დააკვირდეთ გასაფრენ და ჩამოფრენილ თვითფრინავებს.
ბასეინის წინ მდებარეობს კერძო ბარი „ტიკი“
აქვე შეიძლება ივარჯიშო ფიტნეს-ცენტრში (სადაც არის გასახდელებიც
და შხაპებიც).
ყველა ტერმინალში მუშაობს სასტუმრო «Ambassador Transit Hotel»-ი, სადაც მგზავრებს შეუძლიათ აიღონ ნომერი მინიმუმ 6 საათით - საუკეთესო დრო, თუ გინდა დაისვენო გადაფრენებს შორის (ჩემი აზრით რაში არის საჭირო როდესაც ასეთ „სამყაროში“ ხვდები).
ნომრები არაფრით არ განსხვავდებიან პრესტიჟული სასტუმროების ნომრებისგან - ორი ან ერთკაციანი ლოგინები, აბაზანა, ტელევიზორი და მაგიდები.
აეროპორტის ტერიტორიაზე არის 5 ბაღი ღია ცის ქვეშ, სახურავზე მზესუმზირის ბაღის ჩათვლით.
აქ ასევე არის დახურული, პეპლების ბაღი - სხვათა შორის, ეს არის პირველი ასეთი ბაღი, აეროპორტში.
ასევე შუაგულ ტერმინალშიც არის მცენარეები.
აეროპორტში არის ბევრი ადგილი, სადაც შეიძლება ისარგებლო უფასო
ინტერნეტ მომსახურებით.
ყოველ ნაბიჯზე არის - უფასო, მინი დამტენი სადგურები მობილური ტელეფონებისთვის.
აქ ყველგან არის უკანასკნელი სიტყვით ტექნიკა - ტუალეტებშიც კი.
შემდეგ აირჩიე მიზეზი, თუ რატომ ხართ უკმაყოფილო.
გაფრენის წინ სასიამოვნოა შეიარო Gucci-ს, Burberry-ს, Hermes -ის და სხვა ცნობილი ბრენდების მაღაზიებში.
არის უფრო „ხელმისაწვდომი“ მაღაზიებიც.
ადგილები სადაც შეგიძლია დალიო და მიირთვა მრავალი სახის საკვები.
საუკეთესო შვედური სამზარეულოს ჩათვლით.
სადაც შესაძლებელია გასინჯო სულ ახალი სუში.
არის ტკბილეულობის დიდი არჩევანი.
ნაჟამმა და ნასეირნებმა მაღაზიებში შეგიძლია დაჯდე და დაისვენო
კინოთეატრში. აეროპორტში ორი კინოთეატრია.
ბავშვების ყურადღებას იქცევს სასრიალოები. რომლის სიმაღლე უტოლდება 4 სართულიან სახლს.
აეროპორტში ყველაფერი მოწყობილია ისე რომ ამ საოცრებაში ჩასვლა
არ მოეჩვენოს მგზავრს დამღლელად.