x
image
თამუნა გეწაძე
ევროპის სასამართლომ არაკანონიერად მიიჩნია ტიმოშენკოს დაკავება.

image ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ, უკრაინის ექს-პრემიერის, იულია ტიმოშენკოს, დაკავება არასამართლიანად აღიარა. სასამართლოს, 30 აპრილის გადაწყვეტილებაში, აღნიშნულია, მისი პოლიტიკური მოტივაციით დაკავება ეგრეთ წოდებულ "გაზის საქმეში".

სასამართლოს დასკვნაში წერია, რომ სასამართლომ ერთსულოვნად აღიარა კონვენციის მე-5სტატიის მე-4 პუნქტს, (ადამიანის უფლებების დარღვევა)ასევე მე-5 სტატიის მე-5 პუნქტს და მე-18 სტატიის დარღვევა მისი დაკავების დროს.

ტიმოშენკოს ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინისა მთვრობისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა."უკრაინის მთავრობას მოუწევს დაფიქრდეს, როგორ აღიდგინოს შელახული რეპუტაცია და შეწყვიტოს სასამართლოზე ზეწოლა"- განაცხადა ადვოკატმა.უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა სასამართლოში ნაზარ კულჩინსკიმ კი განაცხადა:"ჩვენ ოფიციალურად გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოვახდენთ მის ანალიზირებას და შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს". კულჩინსკის პასუხით კი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას, უკრაინის მთავრობა, სავარაუდოდ გაასაჩივრებს.

1
31
4-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
31
  
2013, 1 მაისი, 9:58
მეც ვგულშემატკივრობ იულიაც, არცერთი ქალი არ მემეტება საციხოდ, თუ ის კრიმინალი არ არის , რა თქმა უნდა
0 1 1