საზოგადოება უზარმაზარი პარკინგი შტორმი სენდის მიერ დაზიანებული ავტომობილებისათვის (+8 სურათი) 2013, 30 აპრილი, 15:32 უზარმაზარი პარკინი შტორმი სენდის მიერ დაზიანებული ავტომობილებისათვის ათობით ათასი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დაზიანდა ურანაგი სენდის მიერ, დროებით ინახება ნიუ იორკის აეროპორტ კალვერტონის ასაფრენ ბილიკზე. მანქანები შეაკეთეს და შემდეგ სპეციალური კომპანია გაყიდის აუქციონზე. კომპანია შეუთანხმდა ქალაქ რივერჰედს, რომ მიაქირაონ აეროპორტის ტერიტორია მათ, სანამ ყველა მანქანა არ იქნება გაყიდული ონლაინ აუქციონზე.ურაგანი სენდის მიერ დაზიანებული ავტომობილები განლაგებულნი არიანორ ასაფრენ ბილიკზე, დაახლოებით 2-3 კილომეტრზე. პირველი ასეფრენი ბილიკი, რომელიც გააქირავა კომპანია IAA, მოიცავს 22 ჰეკტარ ტერიტორიას, მაგრამ კომპანიამ შემდგომში ტერიტორია თითქმის ორჯერ გააფართოვა. IAA-ს შეუძლია გააქირაოს ბილიკი, რადგან აეროპორტი იხსნება მხოლოდ ზაფხულში. სასფრენი ბილიკების მანქანებით შევსება, ნოემბრის ბოლოში დაიწყეს, მაგრამ აპრილში იგი დაცარიელებული უნდა იყოს აპრილის ბოლოში. თუ ტერიტორია არ დაცარიელდება IAA მანქანებს ძალიან დაბალ ფასებში გაყიდის, მაგალითად, 2, 025 დოლარად გაყიდის 2012 წლის Jeep Grand Cherokee-ს. აუქციონს ასევე აქვს ტერიტორია ქალაქ ლონგ-აილენდში, და მყიდველს როგორც წესი აქვს სამი-ხუთი დღე, რომ წაიყვანონ შეკეთებული ავტომობილი ასაფრენი ბილიკიდან. სუპერშტორმი სენდი იყო ერთ ერთი ყველაზე საშიში შტორმებს შორის, რომელმაც დაარტყა ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს რამდენიმე დღის განმავლობაში. დაიღუპა 110-ზე მეტი ადამიანი, დაიტბორა ნიუ იორკის მეტროს სისტემა და ასი ათასი ადამიანს გაეთიშა ელექტრო ენერგიის მიწოდება. სადაზღვეო კომპანიებმა გადაიხადეს $25 მილიარდზე მეტი კომპენსაცია. 683 12-ს მოსწონს
|