x
image
სოფი სოფია
პიკეს წიგნიდან: ხუმრობა გასახდელში
image

ყოველთვის გასახდელის გული ვიყავი არა აქვს მნიშვნელობა ვთამაშობდი ბარსელონაში თუ სკოლის გუნდში. ვფიქრობ ყველა გუნდში ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ატმოსფერო, იმიტომ რომ ფეხბურთელები ძალიან ბევრ დროს ატარებენ ერთად.

იმისთვის რომ თამაშისთვის კარგ განწყობაზე ვიყოთ გუნდის "ყველაზე მხიარულები" საფეხბურთო ცხოვრებიდან კურიოზებს იხსენებენ, სხვები კი ცდილობენ ერთმანეთს ეხუმრონ. მე საკუთარ თავს ბოლოს მივაწერდი. თუ გუნდელებთან კარგი ურთიერთობა გაქვს ზოგიერთი ხუმრობა შეიძლება ძალიან სასაცილო გამოვიდეს.

თავში ორი კურიოზი მომდის, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. ერთ-ერთი ესპანეთის ნაკრებში მოხდა. ფურია როხას ოფიციალურ სპორტულ ქალაქში ვიმყოფებოდი. მე და პუი ყოველდღე ვაკვირდებოდით სესკს რომელიც ჭამის შემდეგ ყოველთვის სვამდა "აქტიმელს". გადავწყვითეთ გვეხუმრა. სამედიცინო დახმარების ოთახში ვნახეთ ნემსი და კმაყოფილები გავემართეთ სასტუმრო ოთახისკენ. ჩვენი ჩანაფიქრი ძალიან უბრალო იყო - ნემსის დახმარებით ბოთლიდან უნდა ამოგვეღო იოგურტი და კარტოფილის პიურეთი შეგვეცვალა. რაც წარმატებით გავაკეთეთ. როცა ჭამის დრო მოვიდა სესკმა მთხოვა, რომ მისთვის "აქტიმელი" წამომეღო, რა თქმა უნდა წამოვიღე ის ბოთლი რომელზედაცც მე და პუიმ ვიმაიმუნეთ. უნდა გენახათ საცოდავი სესკის სახე, ყველა ვინც მაგიდასთან იყო სიცილით მოკვდა.


image

კიდვ ერთი ხუმრობა რომელსაც არასდროს დავივიწყებ, იყო ბარსელონაში, წერილი გავხსენი რომლებსაც ფეხბურთელები სპორტულ ბანაკში ვღებულობთ, წერილი ერთი კაცისგან იყო რომელიც წერდა, რომ მე საუკეთესო ფეხბურთელი ვარ მსოფლიოში და რომ ის ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო. წერილის ბოლოს ეწერა რომ ამ კაცს მიუღია შეტყობინება სადაც ეწერა რომ "აუდი" გუნდის ყველა წევრს მანქანას აჩუქებდა, და ის მთხოვდა რომ მე მისთვის ჩემი მანქანა მეჩუქებინა, გამიკვირდა როგორ შეიძლება რომ ადამიანმა მთხოვოს ვაჩუქო მანქანა, თუკი ის თვალითაც არ მინახავს.

მაგრამ ეს თემას არ ეხება. როცა ჟორკერამ წერილი წაიკითხა მითხრა, რომ ზუსტად იგივე შეტყობინება მიიღო, იმავე ადამიანისგან რომელიც მასაც წერდა, რომ მსოფლიოში საუკეთესოა და თხოვდა მისთვის მანქანა ეჩუქებინა.

წერილის ბოლოს ტელეფონის ნომერი იყო, მობილური ავიღე და დავრეკე. არავინ მიპასუხა და ხმოვანი ფოსტა ჩაირთო, შეტყობინება დავუტოვე: " გამარჯობა მე ხავი ვარ "ბარსადან" შენი წერილი მივიღე ხვალ 12 საათზე მოდი და მანქანას გაჩუქებთ. ადიოს!" ტელეფონი გავთიშე და ამით ხუმრობა დასულდა. მეორე დღეს ვარჯიშის შემდეგ, როცა აბაზანას ვღებულობდით გასახდელში ვიღაც შემოვიდა და გვითხრა, რომ ხავის ვინმე ჟორდის ელოდება. ხავიმ თქვა რომ არანაირ ჟორდის არ იცნობს, მაგრამ თხოვა დალოდებოდა. ამ მომენტში ჟორკეკა მიხვდა, რომ ჟორდი წერილის ავტორი იქნებოდა რომელსაც ჩვენ შეტყობინება დავუტოვეთ. წარმოვიდგინე ხავი, რომელიც არაფრის აზრზე არ არის ელაპარაკება ჟორდის. სიცილით გავიგუდე. ნახევარი საათის შემდეგ გასახდელში გაგიჟებული ხავი შემოვიდა და გვითხრა: " ეს ტიპი მგონი სრულ ჭკუაზე არ არისო, მანქანის წასაყვანად მოვიდა რომ ვკითხე რა მანქანა თქო მიპასუხა შენიო, გუშინ დამირეკეს და მითხრეს რომ მე ის მოვიგეო". რომ მახსენდება როგორ გვიხსნიდა ამ ყველაფერს ხავი ახლაც ცუდად ვხდები სიცილისგან, ბოლოს ჟორკერამ და მე ვერ მოვითმინეთ და გაკვირვებულ ხავის ყველაფერი მოვუყევით.

0
231
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფი სოფია
სოფი სოფია
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0