მსოფლიო გაიკეთებს თუ არა ბარაკ ობამა ტატუს? 2013, 29 აპრილი, 12:03 ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, დაემუქრა შვილებს 14 წლის მალიას და 11 წლის საშას, თუ ისინი გაიკეთებენ ტატუს, მაშინ პრეზიდენტიც მის მეუღლესთან ერთად ზუსტად იმ ადგილზე გაიკეტებს ტატუს და დადებს იუთუბიზე. შეგახსენებთ, რომ ბარაკ და მიშელ ობამებს ბავშვების აღზრდის მკაცრი მეთოდები აქვთ. კერძოდ, ისინი მხოლოდ იმ გადაცემებს აყურებინებენ, ტელევიზიით, ბავშვებს, რომელიც მათ საშინაო დავალების გაკეთებაში დაეხმარებათ. არანაირი თამაში და გართობა მხოლოდ სწავლა ასეთია ობამების დევიზი.ბავშვებს აკრძალული აქვთ ნებისმიერი სოციალური ქსელით სარგებლობა.მიშელ ობამას ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს გოგოებთან და ამით სურს, რომ დაიცვას ისინი ბავშური შეცდომებისაგან. ბარაკ ობამას ძალიან უყვარს მობილური, მაგრამ მის შვილებს მკაცრად ეკრძალებათ მობილურით სარგებლობა, განსაკუთრებით კი სამუშაო დღეებში. 29 10-ს მოსწონს
|