x
image
worldsport.ge
ცინცაძე ფინალისკენ მიიწევს

imageგიორგი ცინცაძის “ბუდიველნიკმა” ლვოვის “პოლიტექნიკა-ჰალიჩინას” ნახევარფინალური სერიის მე-2 საშინაო მატჩიც მოუგო და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. კიეველები საკუთარ თავს მხოლოდ პირველ მეოთხედში არ გავდნენ, რომელიც 13:23 დათმეს, საბოლოოდ კი, 77:67 იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელი მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. 27:38 წუთში გიორგის მონაგარი 12 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა იყო.
ცინცაძემ 2-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო გამოიყენა, ბურთინ 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
სარგებლიანობის კოეფიციენტის (19) მიხედვით, ქართველი მცველი მხოლოდ ამერიკელ ლეო ლაიონსს (21) ჩამორჩა, რომელმაც გუნდს 17 ქულა, 9 მოხსნა და 3 დაფარება შესძინა.
ნახევარფინალური სერია ოთხ მოგებამდე გრძელდება, მომდევნო 2 შეხვედრა კი 1 და 3 მაისს უკვე ლვოვში შედგება.


დათო მანჯავიძე

www.worldsport.ge

0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0