მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაი” თურქეთის ჩემპიონატში დამაჯერებელ ლიდერობას განაგრძობს. სტამბულელები ამჯერად ჰაჩეთეფეს უნივერსიტეტის გუნდს ესტუმრნენ და 104:69 იმარჯვეს.
ქართველი მცველი მოედანზე 23:16 წუთით გამოჩნდა და ტრადიციულად, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მანუჩარმა 2-2 ორქულიანი და საჯარიმო და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 15 ქულას კი 2 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა. მარკოიშვილმა 2 შეცდომა დაუშვა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
ქართველის დარად 15 ქულა ჰქონდა კარლოს აროიოს, ჩენკ აკიოლმა და ენდერ არსლანმა კი 19-19 ქულა მოაგროვეს. “გალათასარაიმ” 26 გამარჯვება მოაგროვა და რეგლარული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, უახლოეს კონკურენტ “ფენერბაჰჩეს” უკვე 3 მოგებით გაასწრო.
“მანუს” კლუბი დასკნით შეხვედრას 4 მაისს შინ “ტურკ ტელეკომის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
დათო მანჯავიძე
www.worldsport.ge