x
image
Soffia
როგორ გამოიყურება "ბარბი" მაკიაჟის გარეშე?

imageმექსიკელმა მხატვარმა ედ აგირემ შემოგვთავაზა ფოტო ვერსია,
თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს თოჯინა ბარბი, მაკიაჟის, თმის შეღებვის გარეშე. ასევე თუ ის იხმარს ბრეკეტებს და კანიც ისეთი იდეალური არ ექნება როგორიც ეხლა აქვს. უნდა ითქვას რომ შედეგი გამოვიდა ბევრად განსხვავებული იმისგან, როგორც გამოიყურება თოჯინა ჩვეულებრივ.

image

თუმცა ექსპერტების და ფსიქოლოგების აზრით ბარბის ასეთი მდგომარეობა კიდევ უფრო ახლობელს ხდის მას ჩვეულებრივი გოგონებისთვის. ექიმი ფრენ უოლვიშის აზრით: "ბარბი ბრეკეტებით და არასრულყოფილი კანით, გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც უმრავლესობა ჩემი პაციენტებისა. მე ვფიქრობ თოჯინის ამ კუთხით ჩვენება ძალიან კარგი იდეაა.
ბარბი წლების განმავლობაში რჩება სილამაზის ეტალონად, სილამაზის რომლის მიღწევაც გოგონების უმრავლესობას არ შეუძლიათ. თოჯინის გარეგნობა ბევრჯერ გამხდარა დავის საგანი. ამჯერადაც, აგირეს მიერ შექმნილმა ფოტოსურათმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგიერთის მტკიცებით, ეს სურათი აჩვენებს გოგონას, რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან ან მინიმუმ ნაბახუსევია.
მხატვარმა არა მხოლოდ ბარბის სახის თავისეული ვერსია გვიჩვენა,
არამედ შემოგვთავაზე ვარიანტიც, თუ როგორი იქნებოდა ის ტანით, ჩვეულებრივი გოგონა რომ ყოფილიყო.

image
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თოჯინის შემქმნელებს დღეს-დღეობითაც უწევთ მოგერიება იმ ადამიანების კრიტიკული აზრებისა, რომლებიც ანორექსიის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულნი. მათი მტკიცებით არაერთი გოგო გამხდარა მსხვერპლი, ბარბის ფიგურისა. ისინი ამბობენ, რომ ძალიან ბევრი ბავშვი სწორედ ამის გამო უდგება საკუთარ აღნაგობას ზედმეტად კრიტიკულად და სემდეგ ყველაფერს აკეთებენ, რომ მიაღწიონ მსგავს შედეგს. აი ამ ყველაფრის გამო გადაწყვიტა აგირემ ჩვენება იმისა, თუ როგორია სინამდვილეში
ლეგენდარული თოჯინა ბარბი.
”ჩვენ ვაყალიბებთ სილამაზის სტანდარტებს და ვიბრძვით
მათ მისაღწევად, მაგრამ ეს ბრძოლა არასოდეს არ მთავრდება კეთილად” - ასეთ კომენტარს აკეთებს ექიმი უოლვიში და აქვე დასძენს, რომ: "როდესაც ვინმე გვინგრევს ჩვენს მიერ წარმოსახულს,
ჩვენ თავს მოტყუებულად ვგრძნობთ. სინამდვილეში აგირეს მიერ ნაჩვენები ბარბი ჩვეულებრივი გოგონაა, რომელმაც შეძლო ის, რომ იყოს სიმაღლეებზე მიუხედავად მისი არასრულყოფილებისა".

ერთ-ერთმა რესპოდენტმა განაცხადა რომ ისურვებდა ბავშვობაში ენახა ბარბი ესეთი სახით, მაშინ ნაკლებად შეაწუხებდა თავისი კომპლექსები. თუმცა სხვები იმტკიცებიან რომ არცერთი ბავშვი არ მოინდომებს ასეთი სათამაშოს ქონას, რადგამ მას ავადმყოფის შეხედულება აქვს. თუმცა ამავდროულად კარგია რომ სათამაშოები გამოიყურებოდეს რეალისტურად.

0
260
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Soffia
Soffia
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0