x
image
Soffia
სასამართლო დავა მშობლებს შორის - უნდა აძლევდეს თუ არა დედა 7 წლის გოგონას მარიხუანას.

image7 წლის მიკაილა კომსტიკის მშობლები საქმეს სასამართლოში არკვევენ... დავა მიდის უჩვეულო საკითხზე - უნდა დართონ თუ არა ბავშვს მარიხუანას მიღების ნება. საქმე იმაშია, რომ ცოტა ხნის წინ გოგონას მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც აგრესიულად პროგრესირებს. სწორედ ამ ფაქტის გამო, დედამ მიიღო გადაწყვეტილება და შვილისთვის აფთიაქში მარიხუანას შეძენა დაიწყო. მის ამ გადაწყვეტილებას კი კატეგორიულად არ ეთანხმება ყოფილი მეუღლე, რომელიც ბავშვის მამაა. თუმცა ამავე დროს იგი იმასაც ამბობს, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს, შეეძლოს ლოგინზე წამოწოლა და ვიდეოთამაშებით გართობა. მოგეხსენებათ, ქიმიოთერაპიის კურსს (რომლის გავლაც ამ დროისათვის მიკაილას უწევს) მძიმე გვერდითი მოვლენები ახლავს თან. სხვა ყველაფერთან ერთად მას ახასიათებს უენერგიობა, შფოთვა, ტკივილი... ამიტომ "სამედიცინო მარიხუანა" ხშირად გამოიყენება მსგავსი პრობლემების დროს. მიკაილა უკვე იმ 52 ბავშვს შორის არის, რომელთაც წელს ოფიციალური ნებართვა მისცეს აღნიშნული პრეპარატის შეძენასა და გამოყენებაზე.

"მარიხუანას გარეშე მე ვარ დაღლილი, უენერგიო... მასთან ერთად კი გაცილებით მხნედ ვგრძნობ თავს, შემიძლია თამაშიც და სხვა ბევრი რამეც. ის მე ბედნიერს მხდის" - ამბობს პატარა პაციენტი. ნარკოტიკს მას დღეში ორჯერ, კაფსულის სახით აძლევენ ან საკვებში ურევენ.
დედა ღელავს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანას მიღების დაწყების შემდეგ გოგონა თავს უკეთ გრძნობს, მას აწუხებს იმის შიში, რომ ეს ჩვევა მუდმივი არ გახდეს მისი შვილისთვის... მაგრამ სხვა გამოსავალსაც ვერ პოულობს. ასევე ეშინია, რომ ამ ყველაფერმა ცუდი გავლენა არ მოახდინოს პატარა მიკაილას გონებრივ განვითარებაზე. ექიმების თქმით, ამ დროისათვის ბავშვი თავის ასაკთან შედარებით გაცილებით გონიერია.
სასამართლო პროცესები ჯერ არ დასრულებულა და დედაც ისევ განაგრძობს ბავშვისთვის "პრეპარატის" მიცემას. თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილზე?..

6
58
5-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
58
  
2013, 27 იანვარი, 19:09
:D :D
2013, 27 იანვარი, 18:22
შვილსაც მივცემდი და შვილის სახელზე ლიცენზირებულად მეც მოვტეხავდი :D
2012, 28 ნოემბერი, 17:27
თან ამ ბავშვის მშობლები 25 და 26 წლის არიან... :(
2012, 28 ნოემბერი, 17:25
ხო რა ეგ ფაქტორია. რაღაცა ხო უნდა გააკეთო რო კარგად იყოს ბავშვი
2012, 28 ნოემბერი, 17:22
ხო, ცოტა ისეთი მომენტია... რთულია, მაგრამ ბავშვი რომ იტანჯება და თან შეიძლება მაინც ვერ გადარჩეს...
2012, 28 ნოემბერი, 17:18
თუ სხვა გამოსავალი არაა მივცემდი რათქმაუნდა
0 1 6