ტყუპები 84 დღიანი დაშორებით დაიბადნენ.
1995 წლის 11 ნოემბერს ამერიკაში, პენსილვანიის შტატში, დანვილიის სამედიცინო ცენტრში პეგი ლინმა ბავშვი გააჩინა. ეს შემთხვევა არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა ის უცნაური ფაქტი, რომ ახალშობილის ტყუპისცალი სამყაროს მხოლოდ 84 დღის შემდეგ, 1996 წლის 2 თებერვალს მოევლინა. ასეთი დიდი დაშორება ტყუპებს შორის მანამდე არ დაფიქსირებულა. პირველი ბავშვი გოგონაა, სახელად ჰანნა. მეორე კი ბიჭი - ერიკი.