x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509634
«საქართველოს ბანკის» თანამშრომლების გაფიცვა

image«საქართველოს ბანკის» საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. აქცია «საქართველოს ბანკის» ცენტრალურ ფილიალთან გაიმართა.
საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები, ბანკში დაცვის პოლიციის შესვლის გამო, შრომითი პირობების გაუარესებას აპროტესტებენ.
მოგვიანებით კომენტარი გააკეთა «საქართველოს ბანკის» წარმომადგენელმა და საინკასაციო სამსახურის გაუქმების შესახებ განაცხადა, რაც ბანკში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად მოხდა.
მისი თქმით, საინკასაციო სამსახური დაცვის პოლიციამ ჩაანაცვლა, რაც აპრობირებულია მსოფლიო საბანკო სივრცეში. რაც შეეხება ამ ადამიანების დასაქმების პერსპექტივას, «საქართველოს ბანკი» მათ გასაუბრების გზით თანამშრომლობას სხვა პოზიციაზე სთავაზობს.
«საქართველოს ბანკის» საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები დღეს ქუთაისშიც გაიფიცნენ. ისინი ბანკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, საინკასაციო სამსახურის ფუნქციას ამიერიდან სახელმწიფო დაცვის პოლიციის თანამშრომლები შეასრულებენ.

0
151
1-ს მოსწონს
ავტორი:www.weeknews.ge
www.weeknews.ge
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0