მსოფლიო როგორ სჯის ჩეჩნეთის პრეზიდენტი მინისტრებს! 2013, 23 აპრილი, 19:56 ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა, მინისტრების დასჯის უნიკალური მეთოდი შემოიღო. მინისტრი, რომლის სამსახურის საქმიანობა კადიროვს თვალში არ მოუვა, საკუთარ ტყავზე იწვნევს პრეზიდენტის მუშტების ძალას.. ასე, სახალხოდ ცემა-ტყეპა, მიუღებელი და ძნელი გასაგები იქნებოდა მსოფლიოსათვის;ამიტომ კადიროვმა საქმე "გაამარტივა" და დასასჯელ მინისტრებს რინგზე ოფიციალურად ხვდება. ცნობისათვის, კადიროვი კრივის ოსტატი და ჩეჩნეთის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელიცაა! მტერს მოხვდა ამათი მუშტი! პირველი "უჩენიები", ალბათ სიმბოლურად, ჩეჩნეთის ფიზკულტურისა და სპორტის მინისტრმა სალამბეგ ისმაილოვმა მიიღო! მალევე ინფრასტუქტურის მინისტრი "გათვითცნიბიერდა" საქმეში, როდესაც კადიროვს ერთერთი შენობის იერსახე არ მოეწონა!.. "საუბრისას(სპარინგისას) მოკრძალებულად მუშტით მარჯვნივ და მარცხნივ განვუმარტე რომ თავითაა მუშაობა საჭირო და ჭკვიანი გადაწყვეტილებების მიღება"! __ამბობს კადიროვი დასჯილ მინისტრზე! თავპირისმტვრევის აღნიშნული მეთოდი იმედია არ დამკვიდრდება სხვა ქვეყნის პრაქტიკაშიც. სააკაშვილმა ალბათ ჯერ არ იცის ეს ამბავი, მეთოდი უეჭველი დააინტერესებს. შემდეგი შენ იქნები! 525 19-ს მოსწონს 5-ს არა |
რა მაგარი იქნება მიშკა და გილაური რინგზე :))