სხვა რეისი ___ დედამიწა-მარსი! 2013, 27 თებერვალი, 1:22 ჰოლანდიელი სწავლულები უპრეცედენტო ინიციატივით გამოდიან.სტატიის წაკითხვის შემდეგ ინიციატივის ავტორთა გონებრივ სიჯანსაღეში აუცილებლად დაეჭვდებით... ჰოლანდიელები, მოხალისეებს, შორეულ მგზავრობაში ეპატიჟებიან... დიახ, მგზავრობაში და არა მოგზაურობაში.. რამდენად შორს? არც მეტი არც ნაკლები მგზავრებმა ___7 თვე უნდა იფრინონ ღია კოსმისში რომ მიაღწიონ, სასურველ ___წითელ პლანეტამდე... – __ მარსზე წასვლა ვის გინდათ??? მსურველები დიდ ხანს ნუ იყოყმანებთ, რადგან უკვე დღეს, ყოვლად ჯანმრთელ მოხალისეთა 20კაციანი ჯგუფის ქასთინგი იწყება.. თითოეულ ჯგუფი 2 ქალბატონით და ამდენივე მამაკაცით კომპლექტდება (გასაგები მიზეზებისდა გამო)... მოხალისეები ფსიქო-სოციალურ-ფიზიკურ და კიდევ მრავალდარგოვან მრავალფეროვან და მრავალ დისციპლინურ 8წლიან მომზადებას გაივლიან და ასე 2023 წლისთვის მარსზე, მუდმივი კოლონიების შესაქმნელად გაფრინდებიან, წითელი პლანეტის შემდგომი შესწავლა-ათვისების მიზნით.. მათი იქ ცხოვრება -მოღვაწეობის და საქმიანობის პირდაპირ ტრანლაციას, ჩვენ დედამიწელები, თურმე რეალითი შოუს სახით ვიხილავთ პირდაპირ ეთერში.... ღმერთო დიდებულო!..... მართლაც რომ საკვირველ არიან საქმენი შენნი და აზრნი თუ უაზრობანი ამათნი... ეს საპლანეტთაშორისო ინიციატივა კიდევ უფრო სკანდალურია ვიდრე გგონიათ... მარსზე წამსვლელი თურმე სამუდამოდ დატოვებს დედამიწას...აი ეს, კიდევ უფრო ვერ გავიგე __ თუ რატომ??? იქ ხომ ადამიანისთვის საარსებო არანაირი პირობებია! თუმცა, ამბობენ რომ "ნასა" სპეციალური ფილტრებით, განზრახ ამუქებს მარსიდან მიღებულ ლანდშაპტის კადრებს და რომ იქ თურმე, ისეთივე ლაჟვარდი ზეცაა როგორც დედამიწაზე! მე სულ ვამტკიცებხოლმე რომ ჩვენ ___ საოცარ დროში ვცხოვრობთ... 20 წლის წინ, ვინმესთვის რომ გეკითხა __ ჯიბეში ტელეფონი ხომ არ გაქვსო, ან შეურაცხყოფად მიიღებდა ან ავადმყოფად ჩაგთვლიდა... 20 წლის შემდეგ, თუ მარსმავალის სამგზავრო ბილეთი ხელში ჩაგივარდებათ საინტერესოა ___ რას იზამთ?? p.s. "___თქვენ ხომ გჯერათ რომ მე გავფრინდები??? – __ უზდელობაში ნუ ჩამომართმევ ბიძია-ბაბუა, მარა, მასეთ რაღაცაზე ჯერ არ მიფიქრია___ ვალები მაქვს!....ისე თუ ღმერთი მეინდომებს, რა სიკვდილი დაუდგება წინ... – __ღმერთი არ ვიცი როდის მოინდოიმებს, ჩემს გაფრენას! ვერ დაველოდები!!!!... მე თვითონ უნდა ვეზიარო ზეცას!!!" 200 25-ს მოსწონს |
პირველი რაკეტა 4 ადამიანთან ერთად სტარტს 2023 წელს აიღებს, შედარებით ადრე 2022 წელს მარსზე გაიგზავნება საჭმლის, სასმელისა და ჟანგბადის მარაგები, მართალია ცნობილი არ არის რამდენ ხანს ეყოფათ ეს მარაგები ადამიანებს მარსზე.