საქართველო ალბათ ყველაზე პოლიზიტირებული ქვეყანაა... აქ ყველა პოლიტიკოსია. გამუდმებით "ვჭამთ" ერთმანეთს ამა თუ იმ საკითხის გამო. მოდი ამჯერად იუმორით შევხედოთ ამ ყველაფერს და გთავაზობთ რჩევებს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილმა მისცა ბიძინა ივანიშვილს სტრასბურგში გამოსვლამდე. მიუხედავად იმისა, რომ აქ ალბათ უფრო ცინიზმს აქვს ადგილი, ჩვენთვის, ჩვეულებრივი ხალხისთვის ეს უბრალოდ სახალისო წასაკითხი უნდა იყოს. აღნიშნული მიმართვა ჩერგოლეიშვილმა საკუთარი სოციალური ქსელის გვერდზე ჯერ კიდევ გუშინ გამოაქვეყნა. ყოველგვარი დამატებითი განზრახვების და პოლიტიკური სარჩულის გარეშე, გთავაზობთ ზემოხსენებულ ტექსტს უცვლელად:
"რამდენიმე სახელმძღვანელო რჩევა ბ-ნ ივანიშვილს მანამდე, სანამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებთან ჩაებმება დისკუსიაში:
1) ანეკდოტები დაივიწყეთ;
2) არ ეჩხუბოთ კითხვის ავტორ დეპუტატებს და არ მიუთითოთ რომ ისინი "თავად დაშორდნენ ევროპას";
3) არ დაინტერესდეთ "ვინ დაავალა" დეპუტატებს "ამ კითხვის დასმა" - ან თუ დაინტერესდებით, არ გაამჟღავნოთ;
4) შეეცადეთ თავი მოთოკოთ და არ დაიწყოთ იმის მტკიცება, რომ 9 წლის განმავლობაში სააკაშვილი მათ ატყუებდა და საქართველოს წარმატებები მხოლოდ მითებია;
5) ნუ მოიქცევით თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრივით და არ დაიწყოთ იმის მტკიცება, რომ ბრალდებულები "დამნაშავეები და კრიმინალები არიან";
6) ნუ გაამხელთ თქვენს გეგმას, რომ მთავრობაც თქვენ ხართ, ოპოზიციის შექმნასაც თქვენ გეგმავთ და სამოქალაქო საზოგადოების პატრიარქიც თქვენ უნდა იყოთ :)
7) არ გაამჟღავნოთ, რომ ნაციონალური მოძრაობის სისხლის სამართლებრივ დევნას მაშინ შეწყვეტთ, როცა ისინი რიტორიკას შეიცვლიან;
8) არ დაიწყოთ ჩვეულებისამებრ იმის მტკიცება, რომ სააკაშვილი პუტინზე და ლუკაშენკოზე უარესია - დაგცინებენ;
9) არ თქვათ, რომ თურქეთი და რუსეთი თანაბარი საფრთხეა საქართველოსთვის;
10) ასავალ დასავალი რომ თქვენი საყვარელი გაზეთია, დაე მხოლოდ ჩვენ ვიცოდეთ :)"