x
image
Soffia
"მინდა, განვაცხადო, რომ მე, დათა ახალაიას არ მეკუთვნის ინტერნეტში გავრცელებული წერილი და არც „ფეისბუქის" გვერდი."

imageრამდენიმე დღის წინ, დათა ახალაიას სახელით, ინტერნეტში გამოქვეყნებულმა განცხადებამ დიდი ხმაური გამოიწვია. მცირე ხნის წინ უკვე მეორე განცხადება გამოჩნდა, სადაც დათა ახალაია უარყოფს იმას, რომ თითქოს ის სიტყვები მას ეკუთვნის. გთავაზობთ ზემოთხსენებული განცხადების ტექსტს უცვლელად: „უპირველესად, მინდა, მოგახსენოთ, რომ ინტერნეტით განცხადებების გაკეთება ჩემი სტილი არ არის, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე რეაგირების გაკეთება. მინდა, განვაცხადო, რომ მე, დათა ახალაიას არ მეკუთვნის ინტერნეტში გავრცელებული წერილი და არც „ფეისბუქის" გვერდი. ყოველივე ეს ხელისუფლების პროვოკაციად და ჩემი ოჯახის დისკრედიტაციად მიმაჩნია. ასევე სისულელედ ვთვლი იმ წერილის შინაარსს.
ყველას კარგად მოეხსენება, რომ არც მე და არც ჩემი ძმა ვინმესთან პირადული დაპირისპირების გამო არ ვუღალატებთ საქართველოს ინტერესებს, რადგანაც სამშობლო ჩვენთვის უპირველესი ღირებულებაა.
ყველას გასაგონად მინდა განვაცხადო, რომ მე მყარად გადაწყვეტილი მაქვს საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოსვლა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, განსაკუთრებით კი იმაზე, თუ როგორ გეგმავდა ამჟამინდელი ხელისუფლება 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში სამოქალაქო ომს და რა კავშირში იყო ეს ყველაფერი რუსეთის ხელისუფლებასთან. ამ ყველაფრის ფაქტობრივი მასალა გაგვაჩნია და ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება სულ მალე იხილავს.
ბოლოს მინდა ჩემი მხარდაჭერა დავაფიქსირო 19 აპრილის მიტინგის მიმართ და ვთვლი, რომ მასზე ჩვენი ქვეყნის მომავალი წყდება.
დათა ახალაია
17 აპრილი, 2013"



ამ ეტაპზე ორივე განცხადება მხოლოდ ინტერნეტ გვერდების საშუალებით არის გაკეთებული და მისი უარყოფა ან დადასტურება სატელევიზიო ან სატელეფონო მიმართვის მეშვეობით, დათა ახალაიას არ მოუხდენია.

2
155
8-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
155
  
2013, 17 აპრილი, 16:54
გეთანხმები... უკვე ისეთი არეულობაა რომ მართლა დაიბნევი...
2013, 17 აპრილი, 16:51
გადაირევა ადამიანი პირდაპირ.რომელია მართალი გაიგე ახლა.:)))
0 1 2