x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135738
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510112
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თავდაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროებს შორის

imageდღეს, საქართველოს თავდაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა მოაწერეს.
მემორანდუმი უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სურვილის საფუძველზე შეიქმნა. დღეიდან ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე, სამხედრო ცხოვრების პოპულარიზებაზე, სამოქალაქო თავდაცვის და საგანგებო სიტუაციების სფეროში ინფორმირებულობის ამაღლებაზე თავდაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები ერთად იზრუნებენ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უწყებებს შორის სპორტული, შემეცნებითი და ახალგაზრდული ღონისძიებების — შეჯიბრებების, ტურნირების და სხვა მსგავსი ღონისძიებების ერთობლივად გამართვას შეუწყობს ხელს. დოკუმენტით ასევე, გათვალისწინებულია სამინისტროების ერთობლივი სპორტული და ინტელექტუალური პროექტების შექმნა, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამშრომლები ჩაერთვებიან.
სამინისტროები დოკუმენტის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში გეგმასაც შეიმუშავებენ, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები და დეტალები განისაზღვრება.

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:www.weeknews.ge
www.weeknews.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0