x
image
ტორნადო07
ფეხით დედამიწის ირგვლივ!!!
2000 წელს კანადელი ჟან ბელივო გამოვიდა მონრეალში მდებარე საკუთარი სახლიდან პატარა სამბორბლიანი ურიკის, საძილე ტომრის, კარვის და სასწრაფო დახმარების ყუთის თანხლებით. გამომშვიდობებისას ჩაეხუტა ოჯახის წევრებს, ქუჩის კუთხეში შეუხვია და სამხრეთით, აშშ-კენ აიღო გეზი. სახლში ის მხოლოდ 11 წლის შემდეგ დაბრუნდა შემოუარა რა დედამიწას ფეხით, ფულის გარეშე.image


დედამიწის ირგვლივ მოგზაურობის დაწყება 45 წლის კანადელს ცხოვრებისეულმა პრობლემებმა აიძულა. გაკოტრების შემდეგ მან გადაწყვიტა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თავისი პრობლემებისგან შორს წასულიყო.


თავისი მოგზაურობის დროს ჟანმა გაიარა 75, 500 კილომეტრი, 64 ქვეყანა და 56 წყვილი ფეხსაცმელი გამოიცვალა. დღეში ის საშუალოდ 30 კილომეტრს გადიოდა. ტრანსპორტს მოგზაური მხოლოდ კონტინენტებს შორის გადაადგილებისათვის იყენებდა.image


აშშ-ში ჩასვლის შემდეგ მან ატლანტის ოკეანის სანაპიროს გავლით მიაღწია სამხრეთ ამერიკას და ეხლა უკვე წყნარი ოკეანის სანაპიროთი მიაღწია ჰორნის კონცხს. ერთ-ერთმა ავია-კომპანიამ მას ბილეთი შესთავაზა სამხრეთ აფრიკამდე. მოგზაურმა ფეხით გადაკვეთა მთელი აფრიკა, ევროპა და აზია, მოინახულა მალაიზია, ფილიპინები და ავსტრალია. მისი მოგზაურობის ბოლო წერტილი ახალი ზელანდია იყო, საიდანაც ის კანადაში გაფრინდა.image



მოგზაურობისას მას ფული საერთოდ არ ჰქონდა. მთელი ამ წლების განმავლობაში კეთილი ხალხის დახმარებით საზრდოობდა.image


ჟანის განცხადებით ყველაზე რთული დაწყებაა. "უბრალოდ წადით, გააკეთეთ პირველი ნაბიჯი, მოგზაურობისას იპოვით თავის გზას".


2
46
3-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
46
  
2013, 22 აპრილი, 21:53
მაგარია
2013, 22 აპრილი, 20:44
მოცლილი )
0 1 2