სხვა ყველაზე სასაცილო მიზეზები განქორწინებისათვის 2012, 29 ოქტომბერი, 21:47 ადამიანები სხვადასხვა მიზეზების გამო შორდებიან, ვიღაცისთვის კომპიუტერი უფრო ძვირფასია ვიდრე ცოლი, ვიღაცა ვერ შეეგუა მეუღლის ხასიათს, ხშირად დაშორების მიზეზი ბანალური ღალატია. თუმცა ზოგჯერ განქორწინების მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი აბსურდული ფაქტები, როგორებიცაა მაგალითად:
1)იაპონიაში განქორწინების მიზეზი შეიძლება იყოს ერთ-ერთი მეუღლის უხამსი პოზა ძილის დროს.
2)ნამდვილ სადისტად მიიჩნიეს ამერიკელი დენიელსონი, რომელიც ცოლს დეტექტივების კითხვის საშუალებას არ აძლევდა, ის წიგნის ოცდამეათე გვერდზე წერდა მკვლელის სახელს, რის შემდეგაც წიგნის კითხვას აზრი აღარ ჰქონდა. სასამართლომ განქორწინება დააკმაყოფილა.
3)ბრიტანელი ნილ დიუჰარტი ცოლს ფეხბურთმა დააშორა. ცოლმა გარეცხა ნილის საფეხბურთო მაისური, რომელზეც ავტოგრაფების კოლექცია იყო. სასამართლომ ეს ფაქტი ნამდვილ ვანდალიზმად სცნო.
4)აშშ-ში ცოლი ქმარს გაშორდა იმის გამო, რომ მისი ხელოვნურად გაზრდილი პენისი დაზიანდა სექსის დროს. 5)2011 წელს 99 წლის იტალიელი გაშრდა 96 წლის მეუღლეს მას შემდეგ რაც აღმოაჩინა სასიყვარულო წერილები, რომლებსაც ის 1940 წელს თავის საყვარელს სწერდა. 6)იტალიელმა წყვილმა გადაწყვიტა თაფლობის თვე პარიზში გაეტარებინა. თაფლობის თვის შემდეგ ისინი გაშორდნენ. მიზეზი კი ის იყო, რომ ქმარმა სამოგზაუროდ თავისი დედაც წაიყვანა. 7)კანადაში ქალს აქვს უფლება გაშორდეს ქმარს თუ ის ხმამაღლა ხვრინავს და მას ძილის საშუალებას არ აძლევს. 8)ერთი ქალი გათხოვდა 30 წლის ასაკში, თუმცა ქმარს უთხრა, რომ 24 წლის იყო. 10 წლის შემდეგ ქმარმა გაიგო სიმართლე და განქორწინება მოითხოვა. 9)საუდის არაბეთში ქალს შეუძლია განქორწინება მოითხოვოს თუ ქმარი მას ყავას არ ალევინებს. 10)რუმინელი ქალი გაშორდა ქმარს იმის გამო, რომ უკანასკნელმა უარი თქვა საცვლების ტარებაზე. 429 4-ს მოსწონს
|