სხვა ვარსკვლავების სულელური გამონათქვამები 2012, 31 აგვისტო, 23:55 მათთვის არ არის აუცილებელი ჭკვიანები იყვნენ.
1)"მე არასოდეს მინდოდა იაპონიაში ჩასვლა, რადგან არ მიყვარს თევზი. მე კი ვიცი როგორი პოპულარულია ის იქ აფრიკაში !!! " ბრიტნი სპირსი. 2)"მე არ ვარ დაავადებული ანორექსიით, მე ტეხასიდან ვარ. ნუთუ ტეხასელს შეიძლება ანორექსია ჭირდეს? მე ასეთი არ გამიგია" ჯესიკა სიმპსონი. 3)ჯესიკა სიმპსონი თმების შესახებ. "თუ მე სადმე არ მივდივარ თმებს არ ვიბან, უფრო სწორედ ველოდები სანამ მათ სუნი აუვა". 4)"მე მომწონს ჭკვიანი მამაკაცები, რადგან მეც მიყვარს ჟურნალების კითხვა" მიშა ბარტონი. 5)"მე მინდა შვილი მომავალ წელს ამისთვის უკვე მოვამზადე სხეული" პერის ჰილტონი. 6)"როდესაც ტელევიზორს ვუყურებ ვხედავ ამ მშიერ ბავშვებს მთელს მსოფლიოში და ცრემლი მომდის, მეც მინდა ასეთი გამხდარი ვიყო, მაგრამ ამ შიმშილის, სიკვდილის და წამების გარეშე" მერაია ქერი. 7)"მოწევა კლავს, თუ თქვენ მკვდარი ხართ თქვენ კარგავთ ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს" ბრუკ შილდსი. 8)"ერთადერთი ბედნიერი მსახიობი ეს მკვდარი მსახიობია, რადგან მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აღარ შეიძლება შეცვლა. სიკვდილის შემდეგ მე ალბათ ფუნჯი ვიქნები" სილვესტერ სტალონე. 9)"არ ვიცი იყო თუ არა ჩემს ცხოვრებაში მოვლენა, რომელმაც შემცვალა, მაგრამ პირველი სექსი 14 წლის ასაკში მქონდა" ანჯელინა ჯოლი. 10)ალისია სილვერსტოუნი "ვფიქრობ ფილმი ძალიან ღრმაა, ვფიქრობ ის ღრმაა იმ გაგებით, რომ ძალიან მსუბუქია. სიმსუბუქე ძალიან ღრმა ადგილიდან უნდა ამოდიოდეს თუ ეს ნამდვილი სიმსუბუქეა." 11)ტომ კრუზმა მსოფლიოს დიდი საიდუმლო გაანდო: "მე მიყვარს ბავშვები, ოდესღაც მეც ვიყავი ბავშვი". 12)ვაინონა რაიდერი: "მე თავს ყველაზე უკეთ ვგრძნობ, როცა ბედნიერი ვარ". 13)"მე მაქვს ჩემი შეხედულება ყველა საკითხზე, ძალიან ძლიერი შეხედულება, მართალია ზოგჯერ მათ არ ვეთანხმები..." ჯორჯ ბუში. 14)"ახლახან შევხვდი რუსეთის პრეზიდენტს სლოვაკეთში, ან სლოვენიაში არ მახსოვს რა ჰქვია ამ პატარა სახელმწიფოს" ისევ ბუში. 15)ლინდა ევანგელისტა სილამაზეზე მსჯელობს: "ეს ღმერთმა შემქმნა ასეთად, ლამაზი რომ არ ვყოფილიყავი მასწავლებელი გავხდებოდი" 16)გრეგ ნორმანი, ცნობილი გოლფისტი: "მე მედლობელი ვარ მშობლების, განსაკუთრებით დედის და მამის". 709 5-ს მოსწონს |
+10