x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ია ფარულავა

image
ია ფარულავა დაიბადა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, მამამისი ოთარ ფარულავა სკულპტორი და მხატვარი იყო.იას სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც მან რეჟისორ ნანა ხატისკაცის ფილმში "ძნელი დასაწყისი(1981წ.), ობოლი გოგონას -თიკოს როლი ითამაშა.ამის შემდეგ მსახიობმა მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუტანა.ესენია "ფესვები", " სპირალი" და სხვა.2000 წელს ია ფარულავამ ითამაშა გიორგი შენგელაიას პირველ ქართულ ეროტიულ ფილმში "სიყვარული ვენახში"(ლია).1990 წელს თამაშობდა ქართულ-ამერიკულ სატელევიზიო ფილმში "The Falcon"(შევარდენი)(რეჟისორი გრეგ პალმელი), ფილმი ქართულ ხალხურ ზღაპრებზე იყო დაფუძნებული.90-იანი წლების დასაწყისში ია ფარულავა ა.შ.შ.-ში გადადის საცხოვრებლად.მართალია ჰოლივუდი ვერ დაიპყრო, სამაგიეროდ ინტენსიურად სწავლობდა მეტყველების გაკვეთილებს სხვადახვა პედაგოგებთან.ა.შ.შ-ში ყოფნის პერიოდში გადაიღეს რამდენიმე სარეკლამო რგოლში, მუსიკალურ კლიპში და მცირებიუჯეტიან ფილმში.90-იანი წლების ბოლოს ია საქართველოში ბრუნდება და იწყებს მუშაობას ტელევიზიაში.პირველ არხზე აკეთებს საავტორო გადაცემას "ჩემი მშვენიერი ლედი".ამის შემდეგ ია შეგვეძლო გვეხილა სხვადასხვა ტელე-შოუებში.ბოლოს ტელე-იმედში "დღის შოუ " მიჰყავდა.ამჟამად პირველ რადიოში fm 106, 4 -ზე მიჰყავს გადაცემა "რადიო შოუ." ფილმოგრაფია:"ძნელი დასაწყისი"(1981წ)-თიკო;"სამი ალიყური"(1982წ.)-თამრო;"გზის დასაწყისი"-1982წ."არსენას ლექსი"(1985წ)-ფოთოლა;"ფესვები"(1987წ)-მადლენი ახალგაზრდობაში;"მიახლოება"-1989წ."დღესასწაული, დღესასწაულის მოლოდინში"-1989წ-როზა;"წარსული მუდამ ჩვენთანაა"(1989წ)-მარიანა;"ომი ყველასთვის ომია"(1990წ)-სტალინის შვილი;"საბედისწერო გასროლა-(1990წ.)-ირმა;"სპირალი"(1990წ)-მარინე დვალი;"შევარდენი"(1990წ.);"სიბრძნე სიცრუისა"-(1991წ.)-დედოფალი, მოცინარი გოგონა;"სიყვარული ვენახში(2000წ.)-ლია;"მეოთხე თვის პირველი დღე"(2003წ)imageimageimageimageimageimageimageimageimage

0
643
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
643
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0