x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138421
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
აზრთა სხვადასხვაობა




რას ხედავენ სურათზე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები?


      • ოპტიმისტი ფიქრობს, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა.

      • პესიმისტი ფიქრობს, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია.

      • რეალისტი ფიქრობს, რომ ეს ჭიქაა, რომელშიც წყალი ასხია.

      • ინჟინერი ფიქრობს, რომ ჭიქა საჭირო ზომაზე ორჯერ დიდია.

      • იდეალისტი ფიქრობს, რომ ერთხელაც ისეთი წყალი, როგორიც ჭიქაშია, ულევი ენერგიის წყარო გახდება და ომები დასრულდება.

      • კაპიტალისტი ფიქრობს, რომ თუ მას შესაბამისად შეფუთავს და კარგ სახელს მოუფიქრებს, ფულს იშოვის.

      • კომუნისტი ფიქრობს, რომ ჭიქაში არსებული წყალი ყველას თანაბარი რაოდენობით ეკუთვნის.

      • შეთქმულების თეორიების მოყვარული ფიქრობს, რომ მთავრობამ წყალში ისეთი ნივთიერება გაურია, რაც ხალხის გაკონტროლებას გაუადვილებს.

      • სექსისტი ფიქრობს, რომ წყალი საკმარისი არაა, ამიტომ ჭიქა ცოლმა უნდა შეუვსოს.

      • ნიჰილისტი ფიქრობს, რომ არც წყალი არსებობს და არც თვითონ.

      • ალკოჰოლიკი ფიქრობს, რომ ჭიქაში არაყი ასხია და სასწრაფოდ უნდა შეისვას.

      • კრიტიკოსი ფიქრობს, რომ ჭიქა უშნო ფორმისაა.

      • ფილოსოფოსი ფიქრობს, რომ ურთიერთობა ჭიქასა და მასში არსებულ სითხეს შორის დაკვირვებით უნდა იქნას შესწავლილი.

      • ამერიკელი ფიქრობს, რომ წყალი უნდა დაიშაქროს და ოფიციანტმა დროზე მოუტანოს.

      • ცინიკოსს არც კი სჯერა, რომ ჭიქაში რამე ასხია.

      • კლეპტომანი ფიქრობს, ჩაეტევა თუ არა ჭიქა მის ჯიბეში.

      • ქრისტიანი ფიქრობს, რომ 2000 წლის წინ ასეთი წყალი ღვინოდ იქცა.

      • მუსლიმი ფიქრობს, რომ ჭიქა შეიძლება შეურაცხყოფდეს მის რელიგიას.

      • ფრიადოსანი ფიქრობს, რომ ჭიქაში არსებული სითხე არის H2O.

      • ველური ფიქრობს, რომ ეს გამჭვირვალე საგანი უბედურების მომტანია.

      • რასისტი ფიქრობს, რომ ჭიქას მის ქვეყანაში არაფერი ესაქმება.

      • მეამბოხე ფიქრობს, რომ ჭიქა უნდა დაიმსხვრეს.

      • ნარკომანი ფიქრობს, რომ ჭიქა ნიანგს ჰგავს.

      • ქერათმიანი ფიქრობს, რომ ჭიქა რაღაცით გავს იმას, დასალევად რომ იყენებენ
        ხოლმე.


2
214
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
214
  
2012, 18 მარტი, 12:56
მიხარია თუ მოგეწონათ :)
2012, 18 მარტი, 12:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2