x
image
მაკუნა
Mediator image
ირაკლი წერეთელი პრეზიდენტს და პრემიერს ერის მოღალატეებად აცხადებს!
imageეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ირაკლი წერეთელი ბიძინა ივანიშვილის მიერ აგვისტოს ომის შეფასებას ეხმაურება და პრემიერის ბრალდებას, თითქოს საბრძოლო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო საგანგაშოდ მიიჩნევს. „პრემიერმინისტრის ყოვლად გაუმართლებელი განცხადებაემსახურება, საქართველოსთანმიმართებაში, რუსეთის დანაშაულებრივიმოქმედებების, რუსეთის მიერ საქართველოსწინააღმდეგ განხორციელებული იმპერიულიაგრესიის შენიღბვას, მიჩქმალვას და საქართველოს უსამართლოდადანაშაულებით, დამნაშავე, აგრესორი მხარის-რუსეთის გამოყვანასუმძიმესი სამართლებრივი მდგომარეობიდან“ - აცხადებს ირაკლი წერეთელი, რომელმაც ანტისაოკუპაციო მოძრაობის ახალი ტალღა დაიწყო.


geotimes.ge-სთან საუბარს ირაკლი წერეთელი სწორედ დეოკუპაციის მოთხოვნით გამართულ დემონსტრაციებზე საუბრით იწყებს.
ირაკლი წერეთელი: ჩემი და ჩემი მეგობრების ინიციატივით, 16 იანვრიდან საქართველოში მოქმედებს, საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასი. ჩვენ ვაქტიურობთ ფეისბუქში ამ პრობლემატიკაზე, რამდენიმე პრესკონფერენცია გავმართეთ „პრაიმტაიმში“. ტელეკომპანია „ობიექტივში“ ამ თემატიკაზე კვირაში ერთხელ ერთსაათიან გადაცემას ვაკეთებ, უკვე ჩავატარეთ ორი ანტისაოკუპაციო დემონსტრაციაც, ერთი - 25 თებერვალს, მეორე კი 9 აპრილს. გვქონდა ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკრება.


– ბატონო ირაკლი, მაინცდამაინც ეხლა რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში, სააკაშვილის მთავრობის მმართველობის დროს არ იყო ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია?


- ვინ გითხრათ, რომ ახლა დადგა? მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამას გავიძახი, ვინც ჩემ ბიოგრაფიას კარგად იცნობს სულ ეროვნული საქმისათვის ვიბრძვი, 1981 წლიდან ჯერ არალეგალური მოღვაწეობით, შემდეგ პოლიტპატიმრობის წლები და 1987 წლიდან მერაბ კოსტავასთან, ზვიად გამსახურდიასთან, გიორგი ჭანტურიასთან ერთად, ვიყავი ეროვნული მოძრაობის ცენტრალური ლიდერი და სწორედ დეოკუპაცია იყო ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა ყოველთვის. უბრალოდ ახლა უფრო გამოჩნდა ჩემი აქტიურობა. სოციალური ქსელები ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა, თორემ მიხეილ სააკაშვილის და შევარდნაძის პერიოდში უამრავი დოკუმენტი გვაქვს მიღებული. თუმცა არ უარვყოფ იმასაც, რომ რაც პუტინი დაბრუნდა პრეზიდენტად და საქართველოში ივანიშვილის მთავრობა მოვიდა, მეტი საშიშროებაა იმპერიული რეჟიმის დასაბრუნებლად. თუმცა „ნაციონალების“ გამოშტერებული მომხრეებისგან განსხვავებით, მე არ ვთვლი სააკაშვილს რუსეთისგან განმათავისუფლებელ პრეზიდენტად. სწორედ სააკაშვილის დროს დაიკარგა ტერიტორიები, რომელიც თვით ავადსახსენებელი შევარდნაძის დროს არ იყო დაკარგული. შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი ჩემთვის ერთიდაიგივეა, რადგან არცერთი მათგანი რუსეთს როგორც აგრესორს არ დაპირისპირებია.



- ისევე როგორც წინამორბედები, ივანიშვილის მთავრობაც ანტიეროვნულ ძალად გამოაცხადეთ, მხოლოდ აგვისტოს ომის შეფასებების საფუძველზე გააკეთეთ ეს დასკვნა?


- ეს უმთავრესია, მაგრამ არამარტო ამ შეფასების გამო. რაც ხელისუფლება შეიცვალა, საქართველოს პარლამენტს ოფიციალურად ოთხჯერ მივმართეთ. მოთხოვნით, მიიღოს საქართველოს პარლამენტმა ორგანული კანონი აგრესიის შესახებ. შესაბამისი იურიდიული სამართლებრივი და საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, რუსეთი ოფიციალურად გამოცხადდეს აგრესორ-დამნაშავე მხარე სახელმწიფოდ, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ყველა დემოკრატიული სახელმწიფოების წინაშე. მთელი პრინციპულობით დაისვას რუსეთზე, როგორც აგრესორზე პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
ჩვენს მიმართვაზე არანაირი პასუხი არაა პარლამენტიდან, მსგავსი კანონი არც „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუღია. „კანონი ოკუპაციის შესახებ კი რომელიც მათ თავის დროზე მიიღეს, ძალიან სუსტია. ოფიციალურ აგრესორად რუსეთი 1991 წლიდან მოყოლებული დღემდე არავის გამოუცხადებია და არ შექმნილა ამის შესახებ არანაირი იურიდიული დოკუმენტი. სწორედ ამას ვითხოვთ ჩვენ ყველა ხელისუფლებისგან და ყურად რომ არავინ იღებს, იმიტომ მივიჩნევ ანტიეროვნულებად!


- ბატონო ირაკლი, მაშინ როცა რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას ჩვენზე ძლიერი სახელმწიფოები ერიდებიან, უტოპიად არ გეჩვენებათ რუსეთის საერთაშორისო აგრესორად გამოცხადება?


- ეს რა შუაშია, არსებობს საერთაშორისო სამართალი, რომელსაც პატივს სცემს და ვერ უარყოფს ვერცერთი სუვერენული სახელმწიფო. აგრესია, რუსეთს რომ თავი დავანებოთ, შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების, აქტების, პაქტების, კონვენციების, დეკლარაციების მიხედვით ითვლება უმძიმეს დანაშაულად. ამიტომ, საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, როგორც დაზარალებული, აგრესირებული მხარე ვალდებულია დასვას ეს საკითხი მსოფლიო პოიტიკაში. თუ ამ საკითხს ახლა მაინც დასვამდა ახალი ხელისუფლება, მექნებოდა მეტი შინაგანი სიმშვიდე და სიწყნარე, რომ რუსეთისაკენ არ მიაქანებენ საქართველოს.


- ახლა ეს შეგრძნება გაქვთ?


– აბა რა მაქვს, ძალიან ბევრი გამოდის და იძახის, რომ თურმე რუსეთთან უნდა ვიმეგობროთ. უკვე პირდაპირ ლაპარაკობენ, თურმე რა კარგი დრო იყო საბჭოთაკავშირში, თურმე მაშინ სიმშვიდე იყო. თურმე რა მოგვიტანა დამოუკიდებლობამ?! ამ ხალხს დაავიწყდა 9 აპრილი და ყველაფერი ღირებული. თუმცა ღირსეული ქართველი მსგავს რამეს არ იტყვის, ამას გაიძახიან ხაბურძანიები და რუსეთს მიყიდული ნაძირალები. ეს ხალხი სააკაშვილის დროს ხმამაღლლა მაინც ვერ ბედავდა მსგავსი რამის თქმას. რუსეთთან მეგობრობის მოსურნე ხალხი კი ყველანაირად ხცდილობს ახალ ხელისუფლებასთან დაახლოებას.


- რაც შეეხება ნატოს, ასეთი მეზობლის პირობებში რეალურად გეჩვენებათ ევროატლანტიკურ საბჭოში შესვლა? როცა ქართველები ნატოზე ვსაუბრობთ რუსეთის აგრესია ორმაგდება...


- რატომ არის შეუძლებელი, რატომ ვაყენებთ ქვეყანას შეურაცხოფას?! თუ ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკია, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვენია, ხორვატია, უნგრეთი გახდა ნატოს წევრი, რითი გვჯობია ეს ქვეყნები, რატომაა უტოპია. თან არის პირობა ნატოსგან, რომ აუცილებლად გახდება საქართველო ალიანსის წევრი.ნატოს წევრი, რომ გახდება საქართველო, მერე რაც არ უნდა განვაცხადოთ ვერაფერს ვერ გვიზამს რუსეთი. შევარდნაძის და სააკაშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკა სწორედ იმაშია, რომ დროულად რომ გამოცხადებულიყო აგრესორად რუსეთი, მაშინ 2008 წლის ომზე ვეღარ გაიმართლებდა თავს და ვერ იტყოდა რომ საქართველოა აგრესორი. პრინციპული სამართლებრივ - დიპლომატიური და პროპაგანდული მიდგომების გარეშე საქართველო ვერ დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს.


ბატონო ირაკლი, თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ივანიშვილის გუნდში ბევრი დასახვრეტია, მართლა ასე ფიქრობთ?!


- ეს ვთქვი გადატანითი მნიშვნელობით, რადგან დასახვრეტად არავინ მემეტება. მაგრამ ვინც რეგიონალური ენების შემოღებაზე დაიწყებს საუბარს, ეს პირდაპირი ღალატია. რომელ ქვეყანაშია რეგიონული ენები, რომ საქართველოში იყოს. ჩვენ არ ვართ ვალდებული ევროპელების ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, ჩვენი უპირველესი პარტნიორი ამერიკა კი ამგვარ მოთხოვნებს არც წამოაყენებს. პარტნიორობის თვალსაზრისით, ნამდვილად ამერიკა ჯობს, რადგან ევროპელებზე ბევრად საიმედოები არიან.
ევროპელთა კონვენციით ერთსქესიანთა ქორწინებაცაა დასაკანონებელი და რა ვქნათ, დავაკანონოთ ახლა საქართველოში ეს?! ევროპულ ქარტიებში რაც წერია ყველაფერი კი არ უნდა გავითვალისწინოთ.


-რატომ მიგაჩნიათ ბიძინა ივანიშვილი სუსტ პოლიტიკოსად? ამას ბევრ გამოსვლაში ღიად აცხადებთ...


-რუსეთთან მიმართებაში, ბიძინაც, ისევე როგორც მისი წინამორბედები, სუსტია... თუმცა ისეთ საკითხებში როგორიცაა დემოკრატია, ბიზნესის თავისუფლება ბიძინა არაა მიუღებელი კაცი. მაგრამ საქართველოსთვის მთავარი უნდა იყოს დამოუკიდებლობის საკითხი, რომელიც არ არსებობს დეოკუპაციისა და აგრესიის შედეგების ლიკვიდაციის საკითხების მოგვარების გარეშე. არამარტო რუსეთთან, ჩვენ თურქეთთანაც მოგვიწევს სამართლებრივი დაპირისპირება, რადგან 1921 წელს, თურქეთმაც ჩაიდინა აგრესია საქართველოსთან მიმართებაში.


- თურქეთი ჩვენი ახლო პარტნიორი სახელმწიფოა, თან ნატოს წევრია, როგორ წარმოგიდგენიათ, მათთან სამართლებრივი დაპირისპირება?


– მერე რა, ჩვენ შეგვიძლია ამერიკასთან გვქონდეს პირდაპირი ურთიერთობა ყოველგვარი თურქეთის გარეშე, როგორც ისრაელს აქვს. რაც გაცილებით უკეთესი პოზიციაა, ვიდრე ნატოს წევრობა. ამერიკასთან ორმხრივი ჩარჩო ხელშეკრულება და საქართველოში ამერიკის ბაზების განთავსება გაცილებით უკეთესი პოზიციაა, ვიდრე ნატოში გაწევრიანება.


-კოჰაბიტაციის პროცესი როგორ მოგწონთ, ბატონო ირაკლი, საზოგადოების დიდი ნაწილი „ნაციონალთა“ დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებას ითხოვს.


- იცით რა არის, კონკრეტულმა დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი და ამისათვის უნდა დადონ მტკიცებულებები. კოჰაბიტაციის გამო კი პროცესები არაჯანსაღად მიდის, მარტო ბაჩო ახალაია, რომ ჰყავთ დაჭერილი და მხოლოდ მასზე ხდება ჯოხის გადატეხვა, ეს მიმაჩნია უნამუსობად. დაზარალებულებმა დადონ მტკიცებულებები, იხმაურონ, რატო ჩაუგდიათ ენა მუცელში. სააკაშვილის პერიოდში უამრავი უსამართლობა მოხდა, მაგრამ ამის გამო რეჟიმი გამოაცხადო დანაშაულებრივად არ შეიძლება. ამას საგანგებო შესწავლა უნდა. საქმე რაშია იცით? პოლიტიკური ძალა მარტო მაშინ ცხადდება დანაშაულებრივად, როცა დანაშაულებრივი იდეები პარტიას პროგრამაში უწერია. ჰიტლერის რეჟიმი კაცობრიობამ იმიტომ გამოაცხადა დამნაშავედ, რომ მათ იდეებში, პროგრამაში, გამოსვლებში ოფიციალურად ქონდათ კაცობრიობისათვის მიუღებელი პრინციპები, შეხედულებები და იდეები. „ნაციონალებს“ პროგრამაში მსგავსი არაფერი უწერიათ, ამიტომ ცალკეულმა დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე. საერთოდ კი, კოჰაბიტაციის და რაც კი არაეროვნულია კოალიციაში, მომხრე რესპუბლიკელები არიან. არ მესმის ივანიშვილმა რატომ გააცოცხლა მკვდარი „რესპუბლიკური პარტია“, რატომ არ დაუკავშირდნენ აშკარად გამოკვეთილ ეროვნულ ძალებს?
- თქვენ თავს გულისხმობთ? ამის გამო ხომ არ ხართ ნაწყენი ივანიშვილზე?
- რა ნაწყენი, პირიქით, მიხარია მაგათთან რომ არ ვარ. რადგან მე კეთილი უნდა ვინებო და ივანიშვილის დახმარების გარეშე უნდა „გავქაჩო“. მოდი ერთი რამ ვთქვათ, ივანიშვილი იმაზე ბევრად განათლებული, დემოკრატი და ნიჭიერიც რომ ყოფილიყო და მას არ ქონოდა ის სტატუსი და ფული რაც აქვს, მერწმუნეთ მის გარშემო, მხოლოდ მისი იდეებისთვის ახლა ვინც მასთანაა არ გაერთიანდებოდა. ივანიშვილი, რომ ჩემსავით ღარიბი ყოფილიყო, მის გარშემო გაერთიანდებოდნენ ეს მედროვე პოლიტიკოსები?! მე მინდა პოლიტიკური წინსვლა სხვისი ფინანსური დახმარების გარეშე. ჩემით მინდა წინ წავიდე, კისერზე არავის ჩამოვეკიდები. არ ვგულისხმობ, ამერიკელები თუ დამიფინანსებენ მაგაზე პრობლემა არაა. მაქვს დეოკუპაციასთან დაკავშირებული პროექტები და მინდა ამერიკელებსაც გავაცნო, ახლა ინგლისურს ვსწავლობ, რომ მათთან უფრო აქტიურად ვიკონტაქტო.


­ - ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა მოგწონთ?


- სააკაშვილზე გაცილებით უკეთესი მინისტრები ყავს, ალასანია, ღარიბაშვილი და რამდენიმე მინისტრი მომწონს. სხვათაშორის ფანჯიკიძის საგარეო პოლიტიკით არ ვარ ჯერ უკმაყოფილო, სერიოზული ქალია. მაგრამ მისი პროდასავლურობა არ მაძლევს იმედს რომ საქართველოს კურსი არ შეიცვლება. საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო ორიენტირებს თავად ვერ წყვეტს. ის ახორციელებს იმ პოლიტიკას, რასაც ივანიშვილი ეტყვის. და ივანიშვილის ლოიალური დამოკიდებულება პრორუსული გახრწნილი პოლიტიკოსების მიმართ, შეშფოთების საბაბს ნამდვილად მაძლევს. აშკარად ატმოსფეროა შეცვლილი და უკვე ბევრი გაიძახის რუსეთს.
სხვათაშორის 9 აპრილის ანტისაოკუპაციო დემონსტრაციაზე, რუსთაველზე 2 საათზე პრემიერიც და პრეზიდენტიც დავპატიჟე. არცერთი მობრძანებულა. პრემიერი დილით იყო მხოლოდ 9 აპრილის თარიღთან დაკავშირებით, მაგრამ დეოკუპაციის მოთხოვნით გამართული აქციის უგულებელყოფისათვის ავდგები და სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც ერის მოღალატედ გამოვაცხადებ.
მაკა დეკანოსიძე, geotimes.ge

2
232
4-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
232
  
2013, 23 აპრილი, 1:03
მადლობა
2013, 22 აპრილი, 10:16
ამ კაცს ნეტავ ვიზე რა ეთქმის.ხმას სირცხვილით როგორ იღებს.სტატია მომეწონა,კარგია.
0 1 2