ფეხბურთი ათი ყველაზე ემოციური მომენტი ფეხბურთში 2013, 21 აპრილი, 23:11 1. ევროპის ჩემპიონატის ფინალი 2012 წელი ესპანელი ფეხბურთელების შვილები.
იტალიის მარცხი ევრო-2012 ფინალში ბევრის მოგონებაში დარჩება, ახალგაზრდა მცველის ლეონარდო ბონუჩის უნუგეშო ცრემლების გამო. მაგრამ სიტუაცია განმუხტა ახლო კადრმა სადაც ესპანელ ფეხბურთელებს მოედანზე შვილები გამოყავდათ. კამერების ყურადღების ცენტრში მოექცა პატარა ლეო ტორესი, ხაბი ალონსოს გოგონა, რომელიც მამას თხოვდა მისთვის ევროპის თასი ეჩუქებინა, მცველი სერხიო რამოსი, რომელიც კამერების წინ თავის შვილთან ერთად პოზირებდა, მათი ღიმილი გვახსენებს, რომ ქვეყანაზე სპორტული ჯილდოების გარდა სხვა ფასეულობაც არსებობს.
2. ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი 2012 წელი. მარიო ბალოტელის გოლი, რომელიც დედას მიუძღვნა. მარიო ბალოტელი გერმანიის ნაკრებთან თამაშის შემდეგ სულ სხვა კუთხით გაიცნო მაყურებელმა, მანამდე სკანდალურ თავდამსხმელს მხოლოდ განებივრებულ ტალანტად თვლიდნენ, რომელიც სულ ყურადღებას ითხოვდა საკუთარი პერსონის მიმართ და მზად იყო ეს ყურადღება ყველანაირი ხერხით მიეღო. მაგრამ გერმანიის ნაკრებთან გატანილი ორი გოლის შემდეგ, როცა ის ტრიბუნებისკენ გაიქცა და დედას ჩაეხუტა ბევრს მასზე აზრი შეეცვალა. თამაშის შემდეგ იტალიელმა თქვა, რომ მის ცხოვრებაში საუკეთესო მომენტი იყო როცა მან დედას უთხრა, რომ ამ გოლებს მას უძღვნიდა." ამ მომენტს დიდხანს ველოდი რადგან დედა ასაკიანია და არ შეუძილია მოგზაურობა. მე შევძელი მეჩუქებინა მისთვის ბედნიერება." ამ თამაშის შემდეგ გაიგო ბევრმა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ადამიანები, მისი ნამდვილი მსობლები არ არიან, რომ თავისი ხელფასის თითქმის ნახევარს ბალოტელი ქველმოქმედებაში რიცხავს. 3. ტიერი ანრის არსენალში დაბრუნება. 34 წლის ფრანგი ფეხბურთელი, ლონდონური კლუბის ლეგენდა, დაბრუნდა არსენალში, რომ თავის ყოფილ გუნდს დახმარებოდა. სიყვარული და დაფასება ამ ფეხბურთელის მიმართ არსენალის გულშემატკივრებს იმდენად დიდი აქვთ, რომ 2011 წლის ზაფხულში ანრიმ პირადად გახსნა ძეგლი რომელიც მას ეძღვნებოდა. "ეს უბრალოდ წარმოუდგენელია! ერთი თვის წინ საკუთარი ძეგლი გავხსენი, ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ ისევ მივიღე შესაძლებლობა დიდხნიანი პაუზის შემდეგ, კვლავ მეთამაშა არსენალში. ეს გადაწყვეტილება უცებ მივიღე, დაგეგმილი არ მქონია. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. ხშირად არ ვტირივარ, მაგრამ როცა არსენალიდან მივდიოდი და როდესაც ძეგლს ვხსნიდი ცრემლები ვერ შევიკავე." და აი, 5 წლის შემდეგ ფრანგი როგორც ზღაპარში ისე დაბრუნდა არსენალის სტადიონზე, გაიტანა გოლი. ამ მომენტში სტადიონის ყვირილის დავიწყება შეუძლებელია, მეორე დღეს ყველა ბრიტანული გაზეთი წერდა ანრის ტრიუმფალურ დაბრუნებაზე სტატიას. 4. ჩემპიონთა ლიგის 2008 წლის ნახევარფინალი. ფრანკ ლამპარდის გოლი რომელიც გარდაცვლილ დედას მიუძღვნა. "ბოლო დღეები ლამპარდი სულ ვარჯიშობდა და ცდილობდა ყურადღება ფეხბურთზე გადაეტანა, რომ არ ეფიქრა იმ საშინელ კვირაზე რომლის გადატანაც მას მოუხდა. მისი ოჯახი და მეგობრები დარწმუნებული არიან რომ ლამპარდის გოლი დედას ეძღვნებოდა". 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ ლამპარდმა გაიგო, რომ დედა გარდაეცვალა. ბევრს ეჭვი ეპარებოდა რომ ფეხბურთელი მოედანზე გამოვიდოდა, მაგრამ მან არამხოლოდ გამონახა ძალა, მოედანზე გამოსულიყო და ეთამაშა 90 წუთი მან ასევე გამონახა ძალა, რომ გაეტანა ძალიან მნიშვნელოვანი გოლი თავისი გუნდისთვის რომელიც დედას მიუძღვნა. ფეხბურთელის ემოციებს კომენტარი აღარ სჭირდება. 5. ბილბაოს ატლეტიკი 200 ბავშვის წინააღმდეგ. ბილბაოს ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა საქველმოქმედო თამაშში 200 ბავშვის წინააღმდეგ, რომელიც ასევე იყო ხოსებე ეჩებერის გამოსამშვიდობებელი თამაში, კლუბში გატარებული 15 წლის შემდეგ. ყოველ ტაიმში ბილბაოს ფეხბურთელები უნდა გამოსულიყვნენ ორ ჯგუფად. თითო ჯგუფში 100 ბავშვი, მაგრამ მეორე ტაიმში 200 ბავშვი მოედანზე გამოვიდა. სქემამ 66-80-51 სამი გოლკიპერით ვერ დაეხმარა ბავშვებს და პროფესიონალურმა გუნდმა 5:3 გაიმარჯვა. მაგრამ კარგი სანახავი იყო როგორ უხაროდა 200 ბავშვს გატანილი გოლი, როგორ ფრთხილად მოძრაობდა მოედანზე ფერნანდო ლორენტე, რომ არ დაებიჯებინა ბავშვებისთვის. 6. 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ჯონ ტერის ცრემლები ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ეს იყო ყველაზე დაძაბული ფინალი, დრამატიზმი, ემოციები, თანაბარი მეტოქეები. არ არის გასაკვირი, რომ ვერც ძირითადმა და ვერც დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. შემდეგ კი პენალტების სერია იყო, რომელსაც ფეხბურთის მოყვარულები ალბათ დიდხანს ვერ დაივიწყებენ. ჯონ ტერის ცრემლები, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ეპიზოდი იყო ბოლო ათწლეულში ფეხბურთის ისტორიაში. დარტყმა რომელიც გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო, რომელსაც შეეძლო მოეტანა ჩელსისთვის გამარჯვება, ხოლო კაპიტნისთვის დიდება და დაფასება საბედისწერა აღმოჩნდა. იმ დღეს ტერისთან ერთად ტიროდა ცა... 7. 1/4 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ასამოა განას ემოციები 8. 2010 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ჟოზე მოურინიოს გამომშვიდობება ინტერთან. ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, ემოციები ვეღარ გააკონტროლა ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2010 წელს. პორტუგალიელმა მარკო მატერაცისთან გამომშვიდობების დროს ცრემლებისგან თავი ვერ შეიკავა. ემოციური ეპიზოდი მადრიდში ჩემპიონტა ლიგის ფინალის შემდეგ მოხდა. ფეხბურთელები ავტობუსში იყვნენ ჟოზე კი თავისი ავტომობილით მიდიოდა როცა მოულოდნელად მწვრთნელის "აუდი" გაჩერდა. მოურინიო მაქანიდან გადმოვიდა და დაუფუქრებლად გაიქცა მატერაცისკენ, ჩაეხუტა მას და ტირილი დაიწყო. ორი ადამიანი რომლებსაც თვლიდნენ, რომ ქონდათ რკინის ნერვები ერთმანეთზე ჩახუტებული ტიროდნენ. ხანდახან ცხოვრება ბევრად უფრო ექსპრესიულია ვიდრე ნებისმიერი ფილმის და სპექტაკლის სიუჟეტი. 9. ფაბრიკ მუამბასთან გამომშვიდობება. 2012 წლის 7 მარტი "ბოლტონისა" და "ტოტენჰემის" მატჩის დროს მუმაბამ გულის შეტევა მიიღო. ფეხბურთელის გული გაჩერდა. ფეხბურთელის სიცოცხლე სასწორზე იდო, თვითონ კი კომაში იმყოფებოდა. ექიმების დახმარებით და დიდხნიანი მკურნალობის შემდეგ მუამბა ცხოვრებას დაუბრუნდა, თუმცა ექიმებმა მას პროფესიონალური ფეხბურთის თამაში აუკრძალეს. 2012 წლის 9 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის მატჩში, შესვენებაზე მუამბა მოედანზე გამოვიდა და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა მორალური თანადგომისთვის, რომელსაც ის ყოველდღე გრძნობდა მკურნალობის დროს. მსოფლიო ადევნებდა თვალს ამ ისტორიას, რადგან იმ დროს იტალიაში მოედანზე გარდაიცვალა პიერმარიო მოროზინი ამიტომ ფეხბურთელის გამოჯანმრთელება ნამდვილ საოცრებად ჩაითვალა. სტადიონი ფეხბურთელს რომელმაც სიკვდილი დაამარცხა ფეხზე წამომდგარი შეეგება. 10. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. ზიდანი რომლისთვისაც ეს ფინალი უნდა ყოფილიყო ბოლო ოფიციალური თამაში კარიერაში. თამაშის 110 წუთზე ზიზუ ემოციებს ვეღარ აკონტროლებს და იტალიელ მცველს მარკო მატერაცის მკერდში თავს არტყამს. მისი სახის გამომეტყველება, მსოფლიო თასის ახლო კადრი როცა ზიდანი მოედანს ტოვებს სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ასე დასრულდა ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელის კარიერა თანამედროვე ფეხბურთში. ალბათ ეს ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში. პარიზში ამ ეპიზოდის ძეგლი გახსნეს. პ.ს. პირადად მე კიდევ ერთ ემოციურ მომენტს დავამეტებდი. ერიკ აბიდალის მოედანზე დაბრუნება ორი ურთულესი ოპერაციის შემდეგ. 274 2-ს მოსწონს |
საქართველოს ნაკრები თავისთავად))