სხვა ოჯახი,რომელიც მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვან ოჯახად ითვლება,ინდოეთში ცხოვრობს 2013, 21 აპრილი, 21:31
ოჯახში მკაცრი დისციპლინაა.ზიონას ყველაზე უფროსი ცოლი, რომელიც 70 წლისაა, დანარჩენ ცოლებს მეთაურობს და ანაწილებს მათ სხვადასხვა საქმეებზე, ზოგი ასუფთავებს, ზოგი რეცხავს და ზოგიც სამზარეულოში საქმიანობს.სახლი 100 ოთახისაგან შედგება. ამ მრავალრიცხოვანი ოჯახის გარდა ჩანას სხვა საზრუნავიც აქვს, იგი ერთ - ერთი სექტის მეთაურია, რომლის წევრებსაც იმდენი ცოლის მოყვანა შეუძლიათ, რამდენიც მოესურვებათ.ზოგჯერ ზიონა ერთ წელიწადში 10 ქალზედაც კი ქორწინდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე 70 წელს გადაცილებულია, ახალი ცოლების ძებნას კიდევ აგრძელებს და ამჯერად სექტის გასაფართოებლად ამერიკაში მყოფმაც, ადვილი შესაძლებელია კიდევ ერთხელ და არა უკანასკნელად იპოვოს თავისი გულის სწორი. 116 30-ს მოსწონს
|