საზოგადოება ყველასგან განსხვავებული ტყუპები kian და Remee 2013, 19 აპრილი, 14:12 ასეთი ანომალია შეიძლება მოხდეს მილიონში ერთხელ, ასეთი მოვლენა იმდენად იშვიათია, რომ ასეთი წყვილები თითებზე ჩამოსათვლელია.ბრიტანელი გოგონები (kian და remee)ერთ ერთი ასეთი ფაქტია, მათ რამდენიმე წელიწადია რაც ჟურნალისტებმა მიაქციეს ყურადღება."kian" ფერადკანიანი შავთვალა გოგონაა, "Remee" ცისფერთვალება ქერა, მაგრამ ტყუპები არიან და ერთი წუთის დაგვიანებით დაიბადნენ.იშვიათი გენეტიკური ანომალია ასე იხსნება, რომ მათი მშობლები" kylee Hodgson, Remi Horder"_ის წინაპრები შავი და თეთრი რასის წარმომადგენლები იყვნენ.მშობლები ისე ზრდიან გოგონებს, რომ ვერ ამჩნევენ განსხვავებას მათ შორის.გოგონებს არ უჩნდებათ კითხვა თუ რატომ გამოიყურებიან ისინი ასე და არა სხვანაირად.გოგონების ნათქვამიდან დედას სულაც არ აწუხებს მათი განსხვავებულობა. მათზე უფრო სხვა ადამიანები არიან დაინტერესებული, როდესაც გოგონები დაიბადნენ 2005 წ.მათი დედა გაოგნებულა ბავშების ცისფერი თვალებით და მხოლოდ შემდეგ შეუმჩნევია კანის ფერი.ასაკის მატებასთან ერთად შავკანიანი "kian"_ის თვალებმა ფერი იცვალეს და გამუქდა, ასევე კანიც გაუმუქდა."Reme" კი საერთოდ არ შეცვლილა და ეს განსხვავება უფრო და უფრო მკვეთრი ხდება. ორივე მშობელი ფერადკანიანია, გამვლელები ფიქრობენ რომ "kian და Remee" დაქალები არიან და უკვირთ რატომ აცმევენ გოგონებს ერთნაირ სამოსებს, ხოლო როცა გებულობენ დედისგან რომ ორივე მისი შვილია და აგრეთვე გოგონები ტყუპები არიან, ადამიანთა გაკვირვებას საზღვარი არა აქვს. ერთის მხრივ ტყუპი გოგონები ძალზედ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, სხვადასხვა დროს აიდგეს ფეხი, სხვა და სხვა დროს დაიწყეს ლაპარაკი, აგრეთვე სხვადასხვა კლასში სწავლობენ."kian"ს ძალიან უყვარს ცხოველები."Remee"ს კი სამზარეულოში ფუსფუსი, გოგონები ამ დროისთვის სხვადასხვა სახლში ცხოვრობენ მარგამ როდესაც ერთმანეთს ხვდებიან სკოლის მერე თამაშობენ, ცეკვავენ და ბევრს ერთობიან, და როგორც ყველა ტყუპებს მათაც აქვთ ინტუიციური გრძნობა განვითარებული ერთამნეთის მიმართ. 1222 9-ს მოსწონს
|