x
image
გიორგი 21
დედამ საკუთარი ვაჟი მოკლა

imageეს საშინელი ისტორია 20 საუკუნის ბოლოს მოხდა რუსეთის ერთ- ერთ პროვინციაში "ტულსკში".ამ სოფელში დედასთან ერთად ცხოვრობდა ვაჟი, ბიჭი სხვა მოზარდებისგან ორი რამით განსხვავდებოდა :პირველი იმით რომ წარმოუდგენლად კარგად უკრავდა ჰარმონიკაზე "გარმონზე", მეორე იმით რომ ხშირად ემართებოდა ლეთარგიული ძილი და შეეძლო ერთი- ორი კვირა განუწყვეტლივ სძინებოდა.დედა შეგუებული იყო და როგორც ჩვეულებრივ მოვლენას ისე უყურებდა. ერთხელაც ასევე ლეთარგიული ძილი დაემართა, მთელი სამი კვირა ცდილობდნენ ბიჭის გაღვიძებას მაგრამ უშედეგოდ.იმ დროისთვის სოფელს ექიმი არ ჰყავდა და არ იცოდა ხალხმა რა უნდა გაეკეთებინათ ამ შემთხვევაში.კითხვით მივიდნენ მკითხავთან, რომელსაც იმ სოფელში პატივს სცემდნენ და ითვალისწინებდნენ მის აზრს.იმ დროისთვის ბიჭი საკმაოდ დასუსტებული იყო და კანი გაუწყლოების გამო ექერცლებოდა, ამოტომ მკითხავმა განაცხადა, რომ ბიჭი გარდაცვლილი იყო და რომ უნდა დაეკრძალათ, მოსახლეობა დაემორჩილა მკითხავი ქალის სიტყვებს.დაკრძალეს ბიჭი საკმაოდ მდიდრულად თან თავის ჰარმონიკაც გაატანეს.ღამით მძარცველები მივიდნენ საფლავზე იცოდნენ, რომ საკმაოდ ბევრი ძვირფასეულობა ჩააყოლეს ბიჭს და დაიწყეს საფლავის გათხრა, როდესაც კუბოდან ლურსმნების ამოძრობა დაიწყეს გაიგონეს სუნთქვის და საუბრის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა, მძარცველები შეშინდნენ და გაიქცნენ.ალბათ ამ ბიჭის ბედი იყო ზუსტად იმ მომენტში გამოღვიძება და როგორღაც თავისით განთავისუფლდა, რის შემდეგ სახლისკენ გაემართა და თან თავისი ჰარმონიკაც წაიღო.როდესაც სახლში მივიდა და კარზე დააკაკუნა დედას უთხრა, რომ მისი შვილი იყო, მაგრამ ქალმა არ დაიჯერა, ეგონა ვიღაც ცუდად ხუმრობდა, უნდოდა რომ იმ ადგილიდან წასულიყო დაენებებინა თავი, ბიჭი კი ყველანაირად არწმუნებდა რომ მისი შვილი იყო, მაგრამ ქალი ბოლო ხმაზე ყვიროდა და იძახოდა რომ მან თავის შვილი დაკრძალა.image შემდეგ ბიჭმა დაიწყო დედისთვის ჰარმონიკაზე დაკვრა იცოდა რომელი მელოდიაც უყვარდა, მაგრამ ამან დედა უფრო მეტად გააღიზიანა და სიბნელისკენ გაისროლა, იმ იმედით რომ შეაშინებდა და თავს დაანებებდა უცნობი.დილით კარებთან საკუთარი ვაჟი დახვდა დასისხლიანებული ხელში ჰარმონიკით, ქალი იმ წუთში შეიშალა.ბიჭის ხელმეორედ დაკრძალვის შემდეგ დედას დიდი ხანი არ უცოცხლია და რამდენიმე დღის შემდეგ ვაჟის სფლავზე იპოვეს გარდაცვლილი. jutko.net/strashnye-istorii/62-strashnye-istorii


1
537
5-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი 21
გიორგი 21
537
  
2015, 27 ივნისი, 20:44
ვაიმე რა იყო ეს ნეტა არ წამეკითხა
0 1 1