ყველაზე დამანგრეველი რაც ხდება რის წინასწარ გაგებას ჯერჯერობით მეცნიერები ვერ ახერხებენ არის მიწისძვრა, გუშინ 25 მაისს გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მიწისძვრა უნდა ყოფილიყო დღის 3:00 საათზე, ყველაფერი კი დაკავშირებული იყო იმასთან რომ თითქოს ერთ ერთ ღვთის მსახურს (მონაზონს) მამა გაბრიელის საფლავზე ხილვა ჰქონდა, რომელსაც უხილავს მიწისძვრა.ეს ამბავი საკმაოდ მალე გავრცელდა, არ დავმალავ მეც ეჭვებში ვიყავი და დაზღვევის მიზნით გარეთ გავედი, სანახაობამ ძალზედ გამახალისა როცა ვნახე ორი ქალბატონი რომლებიც ხის ქვეშ იდგნენ და ხელები მაგრად ჰქონდათ მოკიდებული თითქოს არმაგედონს მოელოდნენ თან სხვებსაც ურეკავდნენ და ატყობინებდნენ.ვიცოდი რომ ასეთი არაფერი მოხდებოდა და ეგრეც ყველაფერი აგიხდეთ. სეისმურად ყველაზე მეტ აქტიურობის ადგილად იტალიაა მიჩნეული რომელიც 50%ს მოიცავს მისი ტერიტორიების. 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს სეისმურად აქტიურ ზონებში, გეოლოგების სტატისტიკით დახლოებით 725 ქალაქია ამ ზონებში ხოლო 21 მილიონი კი საშუალოდ აქტიურ ზონებში არიან დასახლებულები.გეოლოგების გამოკვლევების მიხედვით წელიწადში 2 ათასი მიწისძვრის შემთხვევა ხდება, მათ შორის ყველაზე საშიშ სეისმურად აქტიურ რეგიონად ქვეყნისა ითვლება სიცილია სამხრეთი მხარე "კალაბრია"და"კანფანია"აგრეთვე "ტოსკანის"ცენტრალური რეგიონიც.ყოველ წლიურად მთელ დედამიწაზე ხდება დახლოებით მილიონამდე მიწისძვრა, მაგრამ მათი უმეტესობა მცირე ბიძგბის მქონეა და ადამიანები ვერ გებულობენ მას. მიწისძვრა მოხდა ჩილეში 6, 0. მაგნიტუდის მისი ეპიცენტრი მიწის ქვეშ 34 მეტრზე იყო ქალაქ "ანტოფაგასთან" იტყობინებიან იმასაც რომ დაზიანდა ელექტრო ხაზები და კორპუსები. მსხვერპლის შესახებ არ საუბრობენ, დედაქალაქ "სანტიაგოდან" ჩრდილოეთით. იაპონიაში კი ამდროსაც ხდება მიწისქვეშა ბიძგები, უკანასკნელი 4, 7.მაგნიტუდის მოხდა აღმოსავლეთ სანაპიროზე სამხრეთ იაპონიის კუნძულ "კიუშუზე"აცხადებს მეტეოროლოგიური ადმინისტრაცია.