x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ობამას მოწამვლის მცდელობა კრახით დასრულდა

image-ამერიკელმა სამართალდამცველებმა მისისიპელი პოლ კერწისი დააკავეს. 45 წლის მამაკაცს პრეზიდენტ ობამას, სენატორ უიკერისა და მოსამართლე ბრაიანის მოწამვლის მცდელობა ედება. კერძოდ კი პრეზიდენტსა და მაღალჩინოსნებს კერწისმა წერილები გაუგზავნა, რომელშიც რიცინის შხამი იყო. წერილები ადრესატებმა ერთი და იმავე დღეს, 8 აპრილს მიიღეს, თუმცა საეჭვო კონვერტები უსაფრთხოების სამსახურმა ლაბორატორიაში გადააგზავნა. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით ინციდენტს ბოსტონის აფეთქებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

0
27
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0