x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
„ნაციონალებმა" საქართველოდან გასამგზავრებლად ბილეთები დაჯავშნეს

image- გიგი უგულავა, ნიკოლოზ ნაყოფია, სოფო ნიჟარაძე, მამუკა ახვლედიანი, კახა მამულაშვილი, ლელა წურწუმია და ირაკლი დვალი. ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, საქართველოს ტოვებენ. ამ შინაარსის სტატიას გაზეთი "ალია" აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით 19 აპრილის აქციის შემდეგ ყოფილი მმართველი გუნდის წევრები და მათი მხარდამჭერები, გვიან ღამით, საქართველოს ტერიტორიას დატოვებენ და პრაღაში გაურკვეველი ვადით გაემგზავრებიან. "ალიაში" ფაქტის განსამტკიცებლად დაჯავშნილი ბილეთების ასლები და რეისის ნომრებიც გამოქვეყნდა."ქრონიკის" ინფორმაციით კი მაღალჩინოსნები, პრაღის შემდეგ ბუდაპეშტში გადაინაცვლებენ, საქართველოში დაბრუნების თარიღი კი ამ დრომდე უცნობია. საკითხს თბილისის მერია გამოეხმაურა, მათი განმარტებით ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტი რამდენიმე კვირით ადრე დაიგეგმა და ის 22, 23 და 24 აპრილს, პრაღაში დაგეგმილ კულტურის დღეებს უკავშირდება. მერიაში ამ დრომდე ბუდაპეშტში გამგზავრებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

2
47
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
47
  
2013, 18 აპრილი, 20:03
მადლობა მაგრამ შენს სტატიებს რომ გადავხედე ვერ შეგედრები წერაში :)
2013, 18 აპრილი, 20:02
ახალი ინფორმაციაა და კარგია.მაგარი ხარ.
0 1 2