x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
სოფო ნიჟარაძე ჟურნალ "რეიტინგს" აღარ უჩივის? რატომ მიემგზავრება მომღერალი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად ჩეხეთში? სოფოს ახალი კლიპი და ულამაზესი ფოტოკოლექცია (100 ფოტო)

imageსოფო ნიჟარაძე ახალ კლიპზე მუშაობს. მომღერალმა ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოებას საკუთარი "ფეისბუქის" გვერდის მეშვეობით ამცნო, სადაც ვიდეოც განათავსა. "ეს არ არის სიმღერის ოფიციალური კლიპი, ეს არის ალბომისთვის გაკეთებული ოფიციალური ფოტოსესიის ვიდეო ვერსია! დიდი მადლობა გრეგორი რეჯინის"-გვამცნობს მომღერალი.

სულ ცოტა ხნის წინ მომღერალმა პრესკომფერენციაც გამართა სადაც განაცხადა, რომ სარჩელი შეჰქონდა ჟურნალ "რეიტინგის" წინააღმდეგ. სოფოს არ დაუკონკრეტებია რა ოდენობის კონპენსაციას მოითხოვს სასარჩელო განცხადებაში ჟურნალ "რეიტინგისგან", თუმცა მომღერალმა განმარტა, რომ თანხას საქველმოქმედო მიზნებისათვის გამოიყენებს. "სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს გახშირდა მსგავსი სტატიები. სწორედ იმიტომ, რომ აქამდე ხმას არ ვიღებდი, თავს გავიდნენ მსგავსი ჟურნალები, imageსრულიად სიცრუეს ავრცელებენ და ეს სიცრუე გახდა მათი უმთავრესი საშუალება ჟურნალის გასაყიდად. ყველა ეპიზოდი, რაც ამ ჟურნალის მიერ დაბეჭდილ სტატიაში არის აღწერილი, არის სიცრუე და არც ერთი სიტყვა სიმართლეს არ შეესაბამება. მე მაქვს ჩემი სიმართლე და სწორედ ამ სიმართლის დასამტკიცებლად მივდივარ სასამართლოში"-განაცხადა ნიჟარაძემ პრესკომფერენციის დროს.

ჟურნალმა "რეიტინგმა" მომღერალს სოლო კონცერტის გამართვა და მიღებული შემოსავლებით ქველმოქმედების განხორციელება ურჩია და მზადყოფნაც გამოხატა სასამართლო პროცესისთვის. image
რამდენიმე დღის შემდეგ კი ყველაფერი მიჩუმდა. დამაინტერესა თუ როდის იმართებოდა პროცესი, ბევრი ვეძებე და რომ ვერაფერს წავაწყდი ჟურნალ "რეიტინგს" დავუკავშირდი და ვკითხე სად და როდის გამართებოდა პროცესი?

"ჯერჯერობით ჩვენც არ ვიცით, რადგან იმ პრესკონფერენციის შემდეგ არავინ გამოგვხმაურებია. ჩვენი მოთხოვნაა, რომ პროცესი იყოს ღია და ნებისმიერი მსურველი დაესწროს, რადგან ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს. პროცესის დაწყების შემთხვევაში ინფორმაცია აუცილებლად გამოქვეყნდება". საინტერესოა შეიტანს თუ არა დაპირებისამებრ მომღერალი სარჩელს?


სულ ცოტა ხნის წინ კი გაზეთმა "ალიამ" სკანდალური სტატია გამოაქვეყნა სათაურით: "ვინ დაჯავშნა 20 აპრილისთვის საქართველოდან გასაქცევი ავიაბილეთები?" გაირკვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პრაღაში "თბილისის დღეების" გახსნაზე მიემგზავრებიან. პრაღაში სოფო ნიჟარაძეც მიფრინავს, მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება განათავსა: "ჩეხეთის დედაქალაქში 22, 23, 24 აპრილს თბილისის დღეები გაიმართება, პრაღაში “თბილისის დღეები” 22 აპრილს, კონცერტით გაიხსნება და სხვა და სხვა ღონისძიებებით გაგრძელდება! კულტურულ დღეებში მონაწილეობას მიიღებენ: ე.მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი“GEORGIAN BRASS”, თითების თეატრი, "ქართული ხმები" და სოფო ნიჟარაძე."

imageimageimage


imageimage


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





































































































0
1050
10-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1050
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0