x
image
SnowRider
რა უნდა გავითვალისწინოთ პროფესიის არჩევისას ?
imageრა უნდა გავითვალისწინოთ პროფესიის არჩევისას?

პროფესიის არჩევა უცვლელი გადაწყვეტილება
არაა. პროფესიული საქმიანობის ყველა სფეროში ხდება ცვლილებები (მაგ: ადამიანი იცვლის თანამდებობას კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად). გარდა ამისა, რადგან სახელმწიფო ყველა ადამიანისთვის უზრუნველყოფს განათლების მიღებას, ეს საშუალებას იძლევა ერთი პროფესიის
არჩევანი შეიცვალოს სხვა პროფესიით.


საზოგადოების აზრი პროფესიის პრესტიჟუობაზე
შეიძლება მცდარი იყოს. სამწუხაროდ, ზოგიერთი ძალიან საჭირო პროფესია არაღირსეულად და არასაკადრისად მიიჩნევა.


პროფესია არ უნდა შეირჩეს სხვათა აზრის საფუძველზე. სხვათა „გემოვნებამ“ არ უნდა მოახდინოს გადამწყვეტი გავლენა თქვენს არჩევანზე.


რომელიმე პროფესიის ცალკეული წარმომადგენლისადმი


სიმპათია/ანტიპათია არ უნდა გაავრცელოთ თავად პროფესიაზე. პროფესიის არჩევისას ყურადღება უნდა გაამახვილოთ არა ამ პროფესიის მქონე ადამიანზე ან ადამიანის თვისებებზე, არამედ თავად პროფესიისათვის დამახასიათებელ საქმიანობასა და მის შინაარსზე.


პირველის შთაბეჭდილება შეიძლება მცდარი იყოს. მაგალითად, რაც უნდა იოლად და მსუბუქად ასრულებდეს მსახიობი სცენაზე როლს, უნდა გვახსოვდეს, რომ ამის უკან მძიმე შრომა და ყოველდღიური რეპეტიციებია.


არ გააიგივოთ სასწავლო საგანი მომავალ პროფესიასთან - არსებობს საგანი „უცხო ენა“ და ბევრი პროფესია, რომელიც უცხო ენის ცოდნას მოითხოვს.


კარგად შეაფასეთ საკუთარი თვისებები დაშესაძლებლობები - საკუთარი თვისებებისა და შესაძლებლობების გარკვევაში შეიძლება დაგეხმარონსპეციალისტები, თანატოლები, მშობლები, ნათესავები, მასწავლებლები.

პროფესიის არჩევისას გაითვალისწინეთ საკუთარი ფიზიკური
თვისებურებები და ჯანმრთელობა - არსებობს პროფესიები, რომლებმაც შეიძლება თქვენ ჯანმრთელობის
მდგომარეობა გააუარესონ.

image

1
143
8-ს მოსწონს
ავტორი:SnowRider
SnowRider
143
  
0 1 1