x
image
SnowRider
როგორ გამოვიყენოთ კონფლიქტი ჩვენს სასარგებლოდ? და კონფლიქტის დადებითი მხარეები
image

კონფლიქტი არის განსხვავებული ინტერესების, მიზნების, შეხედულებების
შეჯახება. ის ჩვენი ცხოვრების თანმდევი პროცესია. კონფლიქტი თავს იჩენს ოჯახში, სკოლაში,
საზოგადოებაში და სხვა. კომფლიქტი ხდება ქვეყნებს, სახელმწიფოებს, რელიგიებსა და პოლიტიკურ
იდეოლოგიებს შორისაც.
კონფლიქტს მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად :

* უთანხმოება განსხვავებების გამო.


*ინფორმაციის გაცვლის პრობლემა.


*გაღიზიანება.



*შეჯიბრი (კონკურენცია).


*უსამართლობა და სხვა.

როგორ გამოვიყენოთ კონფლიქტი ჩვენს სასარგებლოდ?


*მოუსმინეთ მოწინააღმდეგის აზრს - აქტიური მოსმენის კულტურა კონფლიქტური
სიტუაციის არსებობისას საერთო ენის გამონახვაში გვეხმარება.


*გაითვალისწინეთ სხვისი შენიშვნები - კონფლიქტის ღიად განხილვისას
თქვენ შეგიძლიათ დააზუსტოთ ინფორმაცია, გაიგოთ
ახალი საკუთარი თავისა და მოწინააღმდეგის შესახებ.


*შემოქმედებითად მიუდექით კონფლიქტს - მონახეთ საინტერესო, ყველასათვის
მისაღები გამოსავალი, მოიფიქრეთ ახალი იდეები.


კონფლიკტის დადებითი მხარეები:


1. კონფლიქტი ნიშნავს მხარეთა აზრების ღიად წარმოდგენას,
გამოტანას მოლაპარაკების მაგიდასთან (ღია და
გაცხადებული კონფლიქტის დროს ჩვენ მეტს ვიგებთ ერთმანეთის შესახებ).


2. კონფლიქტი გვეხმარება ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში
და ვიწრო აზროვნებისა და შეხედულებების დაძლევაში. კონფლიქტი გვეხმარება წინსვლასა და განვითარებაში.

3. კონფლიქტი საშუალება გვაძლევს, დავინახოთ საკუთარი
მოსაზრებები მოწინააღმდეგის თვალით და დავხვეწოთ ისინი (საკუთარი მოსაზრება).



2
423
5-ს მოსწონს
ავტორი:SnowRider
SnowRider
423
  
2013, 18 აპრილი, 15:47
მადლობა ;)
2013, 18 აპრილი, 15:47
კარგი ნამუშევარია.D:
0 1 2