x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ანჯელინა ჯოლის სკანდალური ფოტო აუქციონზე გაიყიდება

imageცნობილი აუქციონის სახლი Christie's-ი აქამდე უცნობ ანჟელინა ჯოლის სურათს გაყიდის, ფოტოგრაფ დევიდ ლაშაპელის ფოტოში, რომელიც 2001 წელსაა გადაღებული, ნახევრადშიშველი ანჯელინა ჯოლი ცხენთან ერთადაა აღბეჭდილი, იუწყება "The Daily Mail"-ი.გეგმავენ, რომ სურათი გაყიდონ 25-30 ათას ფუნტ სტერლინგად, მყიდველს პირველ რიგში ის დააინტერესებს, რომ სურათზე იხილავს ანჯელინას ძველ ტატუს წარწერით "Billy Bob" და დრაკონს, რომელიც დღეს მსახიობს აღარ აქვს.ბილი ბობ ტორნტონი ანჟელინას მეორე ქმარი იყო, მათი რომანი 2000 წელს დასაწყისში დაიწყო და ისინი ექსტრავაგანტული საქციელით გამოირჩეოდნენ, მაგალითად წყვილმა ერთმანეთის სისხლი გაცვალეს, რომელსაც სპეციალურ ორნამენტიან ჭურჭელში ინახავდნენ.დევიდ ლაშაპელის კატალოგში ფოტო ფიგურირებს სახელწოდებით "Horseplay", მისი თარგმნა ორნაირად შეიძლება:პირველი, ეს ტერმინი უხეშ თამაშს ნიშნავს, ხოლო მეორე პირდაპირი, ნახევრადშიშველი ანჯელინა თეთრ ცხენთან ერთობა-თამაშობს.აუქციონზე, რომელიც 15 მაისს გაიმართება წარმოდგენილია სხვა ფოტოგრაფების სურათებიც.აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ შემოსავალი არანაკლებ ნახევარი მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება.image

0
69
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0