x
image
worldsport.ge
ფლინ კლაიმენი: „ჩემი მიღწევები დაუღალავი შრომის შედეგია“

image24 წლის ფლინ კლაიმენისთვის წლევანდელი სუპერლიგის სეზონში „დინამოს“ სახელით გამოსვლა კოლეჯის გარეთ მიღებული პირველი გამოცდილებაა. „სამომავლოდ ნბა-ს კლუბში ვითამაშებდი, თუმცა ახლა საქართველოში თამაშიც ძალიან მომწონს“, -აცხადებს ფორვარდი.
კლაიმენი წარმოშობით ლოს-ანჯელესიდანაა კალიფორნიის შტატიდან. „ლეიკერსის“ ფანობამ კალათბურთელობამდე მიიყვანა. ის 4 წლიდან თამაშობს კალათბურთს და 3 კოლეჯის კურსდამთავრებულია: კოლორადო, ალაბამა და კენტუკი. კოლეჯის წლებში „გოლდეს სთეით უორიორსის“, „ფინიქსის“ და „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ გუნდებში თამაშობდა. ამავე წლებში ჩაუტარებია ვარჯიში ქართველ ნიკოლოზ ცქიტიშვილთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ევრობაში აქამდე არასდროს უთამაშია, ამერიკაში ყველას ევროპელი ეგონა. პირადად აქვს ნანახი ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას თამაში ნბა-ში და მისი აზრით „თოკო“ სულ მალე ნბა-ში მოთამაშე ქართველ კალათბურთელებიდან საუკეთესო გახდება.
საქართველოში ჩამოსვლამდე კლაიმენი 5 წელი კალიფორნიიდან ამერიკის კოლეჯების გუნდებში „ტროი-უნისა“ და „ალაბამაში“იყოწასული, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების და „ოლიმპის“ წევრ ლევან ფაცაციასთან ერთად თამაშობდა.
„ლეიკერსი“ ჩემი მშობლიური გუნდია და ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. საქართველოში მათ თამაშებს „ჯი-ემ-ჯი“-ზე ვადევნებ თვალყურს, “ -ამბობს კლაიმენი. როგორც გავარკვიეთ, ფლინი მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა. ჰყავს ორი უფროსი და ერთი უმცოსი ძმა და უმცოსი და. დაქორწინებული არაა და როგორც ამბობს, ჯერჯერობით არავის ხვდება. ოჯახი ამჟამად ლოს-ანჯელესშია და ახლობლებს სკაიპით და ფეისბუკით უკავშირდება.
მიუხედავად „საკალათბურთო“ სიმაღლისა (205 სმ), როგორც თავად აცხადებს, გამორჩეული არასდროს ყოფილა და ძალიან ბევრს ვარჯიშობდა, რათა უკეთესი ყოფილიყო. ფლინი პროფესიონალებისთვის შენიშვნის მიცემას ერიდება, ახალგაზრდა თანაგუნდელებს კი ცდილობს ჭკუა დაარიგოს. ამბობს, რომ გუნდის ლიდერად ლამარ კარიმს თვლის, თუმცა აღიარებს, რომ ლეგიონერებისთვის საქართველოში, მშობლიური ქვეყნისგან ასე მოშორებით ყოფნა ძნელია და ერთმანეთის თანადგომა ყველას სჭირდება. მოსწონს კარიმისა და თავისი დუეტი, თუმცა ერთი სული აქვს მილან ოლუიჩი და კეიონ კარტერიც სრული დატვირთვით ათამაშდნენ, რადგან ისინი კარგად არიან შეთამაშებულები. გუნდის პერსპექტივას საკმაოდ ოპტიმისტურად აფასებს, და თვლის, რომ შეუძლიათ გახდნენ საუკეთესოები საქართველოში.
სუპერლიგის მეორე წრეში მიყოლებით რამდენიმე წაგებას ტრავმირებული მოთამაშეების არყოლას და ძირითადი მოთამაშეების ტრავმის შემდეგ ახალ დაბრუნებას, ამასთან ამის გამო შეუთამაშებლობას აბრალებს. ზოგადად „დინამო“ ძალიან მოსწონს. „ძალიან მომწონს კლუბი და თანაგუნდელები, თუმცა ძალიან ბევრი ტრავმიებული მოთამაშე გვყავს. მათი სრული რეაბილიტაციის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გავხდებით. უძლიერესი მოთამაშეები გვყავს“, - ამბობს ფლინი.
საქართველოში ჩამოსვლამდე შეთავაზებები ისლანდიიდან, ფინეთიდან და ესპანეთიდან ჰქონდა, თუმცა ყოფილმა თანაგუნდელმა ლევან ფაცაციამ დაარწმუნა, რომ „დინამოს“ შეეწყობოდა ყველაზე მეტად. საქართველოს და ამერიკის შედარებისას ამბობს, რომ სამშობლოში მეტი მოთხოვნებია, მეტს გავარჯიშებენ და მეტსაც გიყვირიან. ჩვენ სუპერლიგაში მოასპარეზე ლეგიონერებს ფრიად დადებითად აფასებს: „მომწონს ლევან ფაცაცია, დეონტა ვონი, კაელ ნილსონიც ძალიან კარგია, თანაც ჩემ სტილში თამაშობს, ნიჭიერია „სოხუმის“ მეშვიდე ნომერი (ირაკლი ჩლაიძე)“.
რაც შეეხება საქართველოს, ფლინს ჩვენი ქვეყანა ძალიან მოსწონს. „სასიამოვნო ხალხია, ყოველ შემთხვევაში უმრავლესობა, ვითანაც ურთიერთობა მაქვს. მომწონს ქალაქი, თუმცა აქ ცხოვრება ბევრად ნელ ტემპში მიმდინარეობს, ამერიკაში სულ სხვა დინამიკაა. შარდენზე ვიყავი ბევრჯერ, ძირითადად მოგების შემდეგ - შაბათობით მივდივარ. როგორც წესი არ ვსვამ, ეს იშვიათი გამონაკლისია. მირჩევნია ვივარჯიშო და განვვითარდე. ჩემი გართობაც ვარჯიშია“, - გვითხრა კლაიმენმა.


ეკა ლოლუა

ლაშა კუპრაშვილის ფოტო

www.worldsport.ge

0
21
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0