x
image
მაკუნა
Mediator image
ბათუ საღინაძე: ირაკლი ოქრუაშვილი ტარიელ ონიანმა იყიდა
imageაფხაზეთიდან დევნილი, პოლიტპატიმრობიდან ახლახან გათავისუფლებული 75 წლის პოლკოვნიკი ბათუ (ბათალბი) საღინაძე, რომელმაც მთელი ცხოვრება დამნაშავეების გამოვლენასა და სიმართლის მსახურებას, შეალია თავად აღმოჩნდა იმ რეპრესიების მსხვერპლი, რომელსაც "ნაციონალური”ხელისუფლება წლების მანძილზე ატარებდა იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათთან წინააღმდეგობას გაბედავდა.


ადამიანი, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული - ლევან კალაძის საქმისგახსნა ანდეს, ჯერ ოჯახიანად ქუჩაში გააგდეს, მეორედ - დევნილად აქციეს საკუთარ სამშობლოში, მაგრამ არც ეს აკმარეს და დაუსაბუთებელი ბრალდებით გისოსებს მიღმა გამოკეტეს.
geotimes.ge -მ აფხაზეთის კრიმინალური პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელთან, რომელსაც გამომძიებლად მუშაობის 50 წლიანი სტაჟი აქვს, ინტერვიუ ავჭალაში ჩაწერა, სწორედ იმ კოტეჯის მოსაზღვრე ეზოში, საიდანაც წლების წინ სპეცნაზის ძალით საღინაძეები გამოყარეს. მიუხედავად გადატანილი უბედურებისა, პოლკოვნიკი მხნედ გამოიყურება და ამბობს, რომ იმ ქვეყნად წასვლას მხოლოდ მასშემდეგ იფიქრებს, რაც ამქვეყნიურ ანგარიშს გაუსწორებს დამნაშავეებს.


ბათუ საღინაძე:


უკვე პენსიაზე გასული ვიყავი და მეურნეობას მივყავი ხელი, როცა ჩემთან კახი კალაძე და მამამისი მოვიდნენ. ლევან კალაძის გატაცებიდან სამი წელი იყო გასული, საქმე კვლავ გაუხსნელი იყო, თხოვნით მომმართა კახიმ და მამამისმა, ბევრს ვთხოვეთ საქმის გახსნა, მათ შორის ბერლიუსკონმა სკოტლანდ იარდს, მაგრამ არავინ მოკიდა ხელი 3 წელია გასული, კვალი არაა და საქმის გახსნა შეუძლებელიაო. ბოლოს თქვენთან მოგვასწავლეს, თუვინმე გაართმევს თავს ეს საღინაძეა და უარს ნუ გვეტყვითო . მაშინვე არ მიმიცია დასტური.
ცოტახანში შსს იმჟამინდელმა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ დამიბარა, პრეზიდენტის სახელით გადმომცა თხოვნა ოღონდქვეყანას ეს სირცხვილი მოაშორეთ, საქმე გახსენით და მერე ჩვენ ვიცით თქვენი დაფასებაო.
ცოტა დრო ვითხოვე, გავიგე ვისგანაც უნდა გამეგო საჭირო ინფორმაცია, მივედიმინისტრთან და უარი ვუთხარი, თქვენ ვერ დამიცავთ ისეთი ხალხია მანდჩარეული-მეთქი. რადგან უკვე ვიცოდი ვისთან მქონდა საქმე.
გატაცების ერთ-ერთ ორგანიზატორად იკვეთებოდა. წარმოგიდგენიათ?ახლად მოსული ოქრუაშვილი უკვე გამტაცებლებთან თანამშრომლობდა. ეს სავარაუდოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მე ჩავერთე გამოძიებაში, რადგან თავიდან კალაძის საქმის გახსნის პოლიტიკური ნება არსებობდა. ამის წინააღმდეგი არც თავად ოქრუაშვილი ყოფილა.



- თუ ასე იყო, მაშინ რატომ გაუჩნდა ამ საქმის მიმართ ინტერესი?


- გეტყვით, მე რომ გურჩიანის კვალზე ვიყავი გასული ეს თავად გურჩიანმაც იცოდა, რომელიც გენერალიტეტს დაუკავშირდა. ძმადნაფიც ალავიძესთან მივიდადა და უთხრა, საღინაძე გააჩერეთ, მე კი გავჩუმდები, მაგრამ ყველას ვერგავაჩუმებთო. ალავიძემ გივი ლომინაძესთან უშუამდგომლა, (იმ ლომინაძესთან, რომელმაც აფხაზეთი გაყიდა თავის დროზე და მასთან ძველი დაპირისპირებამქონდა) შემდეგ ამ საქმეში ჩართეს გივი თარგამაძე, რომელიც ოქრუაშვილთან იყომაშინ ახლოს.
სხვათაშორის ერთი რამ უნდა გითხრათ პირველად, სპეცოპერაციამდე დაახლოებითოცი დღით ადრე ერთ-ერთი ჯგუფის წევრი გაფითრებული მოვიდა განყოფილებაში (ჯერ მის ვინაობას ვერ დავასახელებ, ჯანმრთელობის პრობლემააქვს ახლა და როგორც ჩანს ჯერ კიდევ ეშინია ღიად საუბრის), ამ კაცმა შეწუხებულმა მითხრა - ცუდად არის საქმე, ერთ-ერთმა პროკურორმა მითხრა, ორი მილიონია გადახდილი იმისთვის რომ შენ საქმეს ჩამოგაცილონო.


- ვინ გადაიხადა ამის შესახებაც გითხრათ?


- ტარიელ ონიანმა საკუთარი ნებით სპეც. ფონდს შეწირა 2 მილიონიო. ამაზეთანხმობა კი პროკურორს, რომელსაც კავშირი ჰქონდა კანონიერ ქურდთან, ირაკლიოქრუაშვილმა მისცა. რამე ხომ არ უნდა კითხეთო უთქვამს ოქრუაშვილს, ონიანს კიმინიშნება გაუკეთებია - საღინაძე ჩამოაცილეთ საქმესო. ამის შემდეგ გაუჩნდა ოქრუაშვილს სწორედ ინტერესი. ქურდმა ტარიელ ონიანმა იყიდა გენერალური პროკურორი ოქრუაშვილი. რომ იცოდეთ ქურდები მართავდნენ ყოველთვის ქვეყანას. რადგანაც ასეთი ინფორმაცია უკვე მქონდა, ვიცოდი საფრთხე მელოდა, მაგრამ ვიფიქრე დავასწრებთქო, მაგრამ როცა გაიგეს, რომ კვალზე გავედი ოჯახი ამოწყვიტეს.


ალბათ აპირებთ ოქრუაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრას, ბრალდებას, რომ ოქრუაშვილი ქურდებთან თანამშრომლობდა, დაადასტურებს თქვენი ყოფილი თანამშრომელი, ან ის პროკურორი რომელმაც მას ინფორმაცია მისცა?


- თუ უნდა, რომ ღირსეულ კაცად დარჩეს ერთი ან მეორე, ეს უნდა გააკეთონ. თუარა და ისევე ნაძირალა იქნება, როგორც ოქრუაშვილი. ისედაც გაიხსნება ეს საქმე, უბრალოდ ამის პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს. საკაშვილს აფრასიძეების ამოწყვეტასთან დაკავშირებით ხელი აქამდე არ დაუდია ოქრუაშვილისთვის, რადგან არის ფაქტები, რომელთა გახმაურების ორივეს ეშინია და ამიტომ ერთმანეთს ბოლომდე არ წირავენ...
სააკაშვილსაც, ოქრუაშვილს და მთელ “ნაციონალებს” უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ეს არ შერჩებათ. ღმერთი არ აპატიებთ. სხვათაშორის, ციხეში მორწმუნე გავხდი.


- ბატონო ბათუ, გამოდის, რომ ფაქტობრივად, ციხეში თქვენი მოხვედრა ქურდული სამყაროს ნების აღსრულება იყო?


- სხვაგვარად მაინც გავაგრძელებდი ამ საქმეზე მუშაობას, რადგან საზოგადოებისდიდი ნაწილისათვის მეც ისეთივე დამნაშავე ვიყავი აფრასიძეების ოჯახის განადგურებაში, როგორც ის არაკაცები. ჩემთვის პრინციპის საკითხი იყო, რომ ამსაქმეში უდანაშაულობა დამემტკიცებინა. ამიტომ გადაწყვიტეს ჩემი მოცილება.ჯერ კაბინეტიდან მომისროლეს ოქრუაშვილის დამქაშებმა, შემდეგ სახლიდან 2005წელს არაადამიანურად გამომიყარეს ოჯახი, ფეხმძიმე რძალი და მთელი ოჯახი აბსოლუტურად ცარიელზე დაგვტოვეს. ესეც არ იკმარეს და 2006-ში დამაპატიმრეს. ბრალად კი დამდეს კალაძის საქმეში უფლებამოსილების გადამეტება, თითქოსზეწოლა მოვახდინე ვლადიმერ მურავიოვზე, აფრასიძეების სახლიდან წამოყვანილ მოწმეზე, ასევე მივისაკუთრე სამსახურეობრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი დოკუმენტები. ამას დაუმატეს იარაღის უკანონოდ შენახვა. პოლკოვნიკი კაცი ვარ დაწლების მანძილზე უამრავი ნაჩუქარი იარაღი მქონდა სეიფში, ყველა გაფორმებული, მაგრამ შეცვალეს ერთი გაუფორმებელი მაკაროვით, თან ეს ბრალდება მას შემდეგწამიყენეს რაც ჩვენი გამოსახლებიდან წელიწადი და ოთხი თვე იყო გასული.რადგან არ ვნებდებოდი, ვწერდი პრესით, გამოვედი რადიოთი შალვარამიშვილთან, მაშინ 202-ში იყო და მოვუწოდე მთავრობას გონს მოგებოდა. ასევე პრეზიდენტს გავუგზავნე საიდუმლოდ წერილი, სადაც დეტალურად ვაცნობე საქმისვითარება. ამიტომ გარეთ ჩემი დატოვება აღარ დაუშვა ოქრუაშვილმა.


ბატონო ბათუ, თქვენ აფხაზეთიდან დევნილი ბრძანდებით, ავჭალაშიმდებარე კოტეჯი, რომლიდან გამოსახლების საქმეზეც ევროსასამართლოში პროცესი მოიგეთ 2010 წელს, სახელმწიფომ როდის გადმოგცათ?


– აფხაზეთის იძულებით დატოვების შემდეგ, მთელ საქართველოში არეული სიტუაცია იყო, თან ქვეყნის დატოვება არ მინდოდა, თან ვხედავდი რომ უბედურება ელოდა ქვეყანას. ამიტომ წასვლას ვგეგმავდი აქედან. ზვიად გამსახურდიასთან მქონდა ურთიერთობა, ყოველთვის ვაფრთხილებდი, რომ მასაც და საქართველოსაც ბევრი მტერი ჰყავდა, რაც ბოლოს მოუღებდა. ზვიადის სურვილი იყო საქართველოში დავრჩენილიყავი, ავჭალაში მომცეს მოზრდილი კოტეჯი და მიწა. ხუმრობდნენ კიდეც - საღინაძე აქ რომ დააბა, თუ აფხაზეთში დავბრუნდით, აქ არ დარჩება და გადავცეთ მფლობელობაშიო. ოფიციალური საბუთიმაშინ არ მოუციათ, სხვა დრო იყო, მაგრამ 1998 წელს ავიღე.
ევროსასამართლოში საქმე დიდი წვალების შემდეგ მოვიგე 2010 წელს, საქართველოს ხელისუფლებას მორალური ზიანის მიყენებისათვის 15 000 ევროსგადახდა დაეკისრა. ასევე, იმ კოტეჯის დაბრუნებაც, რომელიც 90 000 ევროდაა შეფასებული. კონპენსაცია გადაიხადეს, მაგრამ დაბრუნებაზე უარი განაცხადეს იმმოტივით, რომ კოტეჯმა შეიცვალა მფლობელი. კოტეჯი გადავიდა შსს-სსაკუთრებაში და ამის გამო ოჯახს შემოგვთავაზეს ალტერნატიული ფართობი, მაგრამ სადღაც გადაკარგულ ადგილზე სამეგრელოში.


სხვათაშორის ახლანდელი იუსტიციის მინისტრი კარგად იცნობს ჩემს საქმეს.სტრასბურგიდან სპეციალურადაც კი გამოგზავნეს თავის დროზე გამოსახლების საქმის შესასწავლად, ჩემს შვილს უთხრა ჯერ ეს დავაბრუნებინოთ სახელმწიფოსდა მერე ვიბრძოლოთ მეორე საქმისთვისო, რომელიც აღძრული მქონდა ხელისუფლების წინააღმდეგ. მაგრამ მას შემდეგ რაც იუსტიციის მინისტრი გახდა, როგორ ჩანს პოზიცია შეცვალა, რადგან არც ახალი ხელისუფლება აპირებს ჩემი კუთვნილი ქონების დაბრუნებას. მომივიდა შეტყობინება, რომ თურმე ამ კოტეჯის რემონტზე 110 000 არის დახარჯული და ამიტომ ვერ დამიბრუნებენ და ისევ ალტერნატიულ სახლზე დაიწყეს საუბარი, მაგრამ ჩემი თანხმობის გარეშე არავითარი უფლება არ აქვთ ამის. 11 აპრილამდე აქვთ ვადა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, თუ არ დამიბრუნებენ ქონებას, კიდევ უფრო მაღალი ტრიბუნიდან ვიბრძოლებ. უსუფაშვილი შემპირდა ამ საქმის უმაღლეს დონეზე განხილვას.


- რეალურად იდგა თქვენი ფიზიკური ლიკვიდაციის საკითხი. რატომ არმოგიშორათ ოქრუაშვილმა, თუ ამხელა ძალა ჰქონდა, გაუჭირდებოდა?


- მაშინ ჩემი მოკვლა ფაქტობრივად, ჩემ სიმართლეს დაადასტურებდა, ამიტომ დაჭერა არჩიეს. შემდეგ წლებში კი სამჯერ იყო მცდელობა ჩემი მოკვლის, მომიგზავნეს ის ადამიანები, ვინც მე დავიჭირე. მაგრამ როცა მათ ავუხსენი, რომ უბრალოდ მათ ჩემს მოსაკლავად იყენებდნენ და შემდეგ მათაც გაუსწორდებოდნენ დაფიქრდნენ და არ შეასრულეს ბრძანება. ალბათ, ღმერთს უნდოდა რომ გადავრჩენილიყავი, რათა ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო.
– ისევ კალაძის საქმეს დაუბრუნდებით?


- ჩემთვის ბევრი რამ არის ცხადი ამ საქმიდან, კალაძის საქმეს აღარ მინდა დავუბრუნდე, თავადაც არ აქვთ სურვილი. მაგრამ დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძვლები რაც კალაძეებმა დამარხეს ლევან კალაძის არაა. დნმ-იც გააყალბეს, რომ საქმე დახურულად გამოცხადებულიყო. ძვლების ექსპერტიზის შედეგად გაირკვა, რომ 40 წლის ადამიანის იყო და არა 20 -ის, ეს ინფორმეცია შალვახაჭაპურიძეს აქვს.
ისე ერთსაც გეტყვით, ციხეში ყოფნის პერიოდში 2010 წელს, ჩემს ადვოკატს შესთავაზეს, რომ ევროსაბჭოდან მეორე სარჩელი გამომეტანა, ეს წყდებოდა ადეიშვილის დონეზე. სანაცვლოდ კალაძის და აფრასიძეების საქმეზე ხმა არ უნდაამომეღო და გამათავისუფლებდნენ. გარდა იმისა, რომ საცხოვრებელს დამიბრუნებდნენ, ციხეში ყოფნის კონპენსაციასაც ამინაზღაურებდნენ. დაახლოებით საუბარი იყო 6 მილიონზე. ბევრი ვიფიქრე, კარლო კალაძესაც დავუკავშირდი ციხიდან და ვაცნობე საქმის მდგომარეობა, მან მითხრა - თქვენც არანაკლები გადაიტანეთ და დათანხმდით რასაც გთავაზობენო.
მეც ვიფიქრე - თუ პატრონი დაიღალა სიმართლის დადგენით, ჩემმა ოჯახმა რადააშავა და ან მე რატომ უნდა შევაკლა თავი-მეთქი. ამიტომ დავთანხმდი შემოთავაზებას. ევროსასამართლოს შეატყობინეს, სარჩელის გამოტანის შესახებ, ესგაიგო ოქრუაშვილის წარმომადგენელმა ევროსაბჭოში ნონა წოწორიამ, შესაბამისად, საფრანგეთში მყოფმა ოქრუაშვილმა დაურეკა ადეიშვილს, ამ ზარის დროს ადეიშვილთან იყო ერთ-ერთი პროკურორი, რომელიც ჩართული იყო ჩემ გათავუსფლებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაში. ოქრუაშვილს უკითხავს, თქვენ რა საღინაძეს უშვებთო? ადეიშვილმა დაუდასტურა - გარიგება შედგაო. ეგ თუგარეთ გამოვა, მე ჩამომკიდებს და მე თქვენ ყველას დედას გიტირებთ -დამუქრებია ოქრუაშვილი. ამის შემდეგ ეს საქმე გაწყდა და მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიხედვით გათავისუფლება მეკუთვნოდა, რადგან სასჯელის ნახევარი გასული იყო და ხანდაზმულობის ასაკი 70 წელი უკვე შესრულებული მქონდა, რაცჩემი გათავისუფლების უფლებას იძლეოდა, მაინც პატიმრობაში დამტოვეს.
ოქრუაშვილი სისულელეზე გაასამართლეს, თორემ იმას რომ დანაშაული აქვს ჩადენილი, სამუდამო პატიმრობაც არ ეყოფა. კარგია რომ საჭირო ადგილამდე მივიდა საჭირო ინფორმაცია და მოუხსნეს პოლიტპატიმრის სტატუსი, რადგან კიდევ გადაჭარბებული უფლებებით ისარგებლებდა. მე სადაც საჭირო იყო ვთქვი იქ, რომ ქვეყნის მართვა თუ გინდათ, ოქრუაშვილს ნუ წარმოაჩენთ მსხვერპლად, რადგან ფეხმოდგმული ოქრუაშვილი კიტოვანს და ჯაბა იოსელიანს ორივეს ერთად უდრის-მეთქი.


- ახლა ოქრუაშვილიც თავისუფალია და თქვენც. სავარაუდოდ, კვლავშეეცდება თქვენს თავიდან მოცილებას. არ გეშინიათ?


– მომიგზავნა უკვე პიროვნება. ათმაგად გადავუხდი ყველაფერს, ოღონდ შემეშვასო. მილიონმაგადაც არ გავჩერდები, რაც მაგან გადამიარა, სანამ ვიცოცხლებ ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ საკადრისი მივუზღა. თუ სიკვდილი მიწერია მოვკვდები, მაგრამამის შიშით ქვეყნიდან არ წავალ. ჩემი ქალიშვილის ოჯახი და ჩემი მეუღლეუკრაინაში ცხოვრობენ, მთხოვენ იქ წავიდე და მშვიდი სიბერე გავატარო, მაგრამამდენი წლის ნაბრძოლს წყალში არ ჩავყრი.


- როგორ ფიქრობთ, ახალ ხელისუფლებას რატომ აქვს შერბილებულიპოზიცია ოქრუაშვილთან მიმართებაში?


- გააბა კავშირები. მანიპულირებს იმით, რომ ვითომ ოპოზიციონერი გახდა. გოგლაჟვანიაც მოატყუა, თითქოს ზურაბის მკვლელობის საქმეს გაახსნევინებდა. თუმცაჩვეულებრივი მატყუარაა.


- ჟვანიას საქმეც, ისევე როგორც სხვა უამრავი ჯერ კიდევ ბურუსითაამოცული. თქვენ როგორც რთული საქმეების გამხსნელი, გახსნიდით ამსაქმეს შესაძლებლობობა რომ გქონდეთ?


- გაუხსნელი საქმე არ არსებობს, მაგრამ საამისოდ მაღალი დონის პროფესიონალიუნდა იყო. ეტყობა ჩემი სტიქია იყო გამოძიება, თავი მქონდა ამ საქმისთვის გადადებული ყოველთვის. ამიტომ მივაღწიე უმაღლეს შედეგს ჩემს კარიერაში, რასაც ხელს ვკიდებდი ბოლომდე მიმყავდა ყველაფერი, რასაც საბოლოოდ შევეწირე კიდეც.
თუმცა, მე დამნაშავეს პატივს ვცემდი და მასზე არასოდეს ვძალადობდი, უამრავი ქურდი მყავს დაპატიმრებული. კარგად ვიცნობდი ამ სამყაროს, ქურდები განსაკუთრებული ნიჭის ადამიანები არიან და მათთან უბრალო დილეტანტი ვერაფერს გახდება. სახელი მქონდა მართალი კაცის, ქრთამს ვერავინ შემომბედავდადა ამიტომ ქურდებიც კი თავისებურად პატივს მცემდნენ. თუმცა ჩემი ყველასეშინოდა.

http://geotimes.ge

მაკა დეკანოსიძე

3
949
5-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
949
  
2013, 21 აპრილი, 0:40
martlac saintereso iyoo, carmatebebii...
2013, 18 აპრილი, 0:50
ასე დაჯდა ამ საიტზე უბრალოდ, სწორად ეწერა
2013, 17 აპრილი, 9:28
წესიერად დაწერე სიტყვები რო გადააბი ყველაფერი რა არის გუ გეზარება წერა რაღას წერ
0 1 3