x
მეტი
  • 02.12.2024
  • სტატია:138592
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512245
სკანდალური ინფორმაცია მერაბიშვილზე - რა ხდება "ნაცმოძრაობაში"?!

imageდათა ახალაიას მიერ სოციალურ ქსელ facebook-ით გავრცელებული მიმართვის ავთენტურობა გავრცელებისთანავე ეჭვქვეშ დადგა. შესაძლოა, მავანთათვის ეს ტექსტი არაფრისმთქმელია, თუმცა ჩემთვის არა, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ, დათა ახალაიას ტექსტთან მიახლოებული, თუმცა ინფორმატიულად ბევრად დატვირთული ინფორმაცია მივიღე ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლებულ პირისგან. მეტიც, ის წლების მანძილზე „ნაციონალური" იდეის გამტარებლად ითვლებოდა. მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვინაობის გამხელისგან თავს შევიკავებ.

ინფორმაცია, რომელიც წყაროსგან მივიღე ზესკანდალურია. გამოგიტყდებით, რამდენიმე დღე ვფიქრობდი დამეწერა თუ არა, რადგან შესაძლებელი იყო დაგებულ პროვოკაციაში გავები გარკვეულ პოლიტიკურ ძალას, ამიტომ დროებით სკანდალური ინფორმაციის გაჟღერებაზე უარი ვთქვი, რაღაც სიგნალს ველოდი. და აი ისიც, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ნამდვილია თუ არა დათა ახალაიას მიმართვა. ფაქტია, ეს ყველაფერი ზედმიწევნით ემთხვევა წყაროს მონაყოლს, რომლის აღდგენასაც დეტალურად შევეცდები:
„მერაბიშვილი დიდი ხანია ცალკე თამაშს თამაშობს, ვინც არ იცოდა შიდასამზარეულო, მისთვის ბევრი რამ გაუგებარი შესაძლოა ყოფილიყო, ჩემთვისაც კი, რომელსაც ახლო კავშირი მქონდა ხელისუფლების რამდენიმე წევრთან, ბევრი რამ მოულოდნელი იყო
განსაკუთრებით კი ის, რაზეც ახლა ვისაუბრებ: რუსეთის აგენტებს მე და ჩემი თანაგუნდელები ყოველთვის სხვაგან ვეძებდით. ამიტომ ახლაც შოკირებული ვარ, ის „ ნაციონალთა" რიგებში აღმოჩნდა. ვიცოდი, რომ რუსეთს დასაყრდენი მხოლოდ ოპოზიციაში არ შეიძლებოდა ყოლოდა, მაგრამ არასდროს გვიფიქრია მე და ჩემ მეგობრებს, თუ ის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი იქნებოდა.
ბევრჯერ დაისვა კითხვა, რატომ მოაშორა პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მერაბიშვილი? რას ემსახურებოდა ეს... თუმცა პასუხები და ვერსიები სიმართლისგან საკმაოდ შორს იყო.
სინამდვილეში კი სააკაშვილს დაუდეს ვანოს რუსეთთან ფარული ურთიერთობის კომპრომატები, ეს ქვეყნის გარედან მოხდა. პრეზიდენტს უთხრეს, რომ ყველაზე დიდი ძალაუფლების მინისტრი მოღალატე იყო და ფარულად ხვდებოდა ოკუპანტების წარმომადგენლებს. ამიტომ გარედანვე მიიღო რეკომენდაცია სააკაშვილმა, რომ პირველ რიგში ის ძალოვანი სისტემისთვის უნდა მოეშორებინათ. არჩევნების შემდეგ კი, თუ „ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში დარჩებოდა, როგორც ვიცი, ვანო მერაბიშვილის დაჭერა იგეგმებოდა.
რაც შეეხება მერაბიშვილი-ახალაიების დაპირისპირებას, ეს ახლა არ დაწყებულა, პარტიის შიგნით კარგახანია ყველასათვის იყო ცნობილი. ვანო ვერ ეგუებოდა იმას, რომ რომელ სამინისტროშიც ბაჩო იყო, იმ სამინისტროს ვერ აკონტროლებდა, არადა, ბოლო დროს სტრატეგიული პოსტები სწორედ ახალაიას ეკავა. როდესაც სააკაშვილმა პრემიერობა "უბოძა" და სოფლის მიხედვა დაავალა მერაბიშვილს, ყველაზე მტკივნეული მისთვის შსს-ს ახალაიასთვის ჩაბარება აღმოჩნდა. სხვათაშორის, ვანოს ეკა ზღულაძე უნდოდა დაეტოვებინა შსს-ში, ამაზე რომ უარი მიიღო, მაშინვე თავდაცვის სამინისტროთი დაინტერესებულა და იქ თავისი კადრი შაშკინი შეუთავაზებია. მაშინ პრეზიდენტი ამაზე დაეთანხმა, თუმცა, იქვე უთქვამს, რომ მოადგილედ დათა ახალაია იქნებოდა. მერაბიშვილი გენიოსი არაა, მაგრამ ჩანაფიქრს მიუხვდა პრეზიდენტს.
... მეტყვით რუსეთთან კავშირზე კომპრომატები არსებობსო?
მომავალში შესაძლოა ბევრი რამ გაირკვეს კიდევ, მაგრამ რუსეთისთვის რაც იყო მთავარი, მას ვანო ხუთიანზე უსრულებდა.
ნომერ პირველი ამოცანა ოკუპანტი რუსეთისთვის ხომ საქართველოს ნატოს მიღმა დატოვებაა და რა იქნებოდა ყველაზე კარგი საჩუქარი რუსეთისთვის, თუ არა 7 ნოემბრის, 26 მაისის აქციის დარბევა და სხვა უამრავი ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტები. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ 26 მაისს მსგავსი არაფერი იგეგმებოდა, მხოლოდ წყლის ჭავლით უნდა მომხდარიყო დემონსტრაციის დაშლა. მაგრამ საბოლოოდ ბრძანება, რომელიც ორივე მხრიდან გზის გადაკეტვას და სასაკლაოს მოწყობას გულისხმობდა, ვანო მერაბიშვილმა მიიღო და საქმის ყურში პრეზიდენტი ნამდვილად არ ყოფილა.
ყველაზე მეტად თუ ვინმეს არ აწყობდა 26 მაისის შედეგები, ეს სააკაშვილი იყო, მას ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული, მაგრამ ეს მის კისერზე არაა. სხვათაშორის, სწორედ მერაბიშვილმა ჩამოაშორა პრეზიდენტს წლების განმავლობაში, მინისტრები, რომელთაც პრეზიდენტთან შეპასუხება, გონივრული რჩევის მიცემა შეეძლოთ. თავისი გადაწყვეტილებას უსაბუთებდნენ როგორ და რატომ, მაგრამ ვანოს ძლიერი მინისტრთა კაბინეტი არ აწყობდა.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გაპრემიერებული ვანო ცუდ დღეში აღმოჩნდა, მან იცოდა რაც ელოდა თუ სააკაშვილი დარჩებოდა, ამიტომ გამოსავალი უნდა ენახა.
ციხის კადრების გამომზეურებაში სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი, ამ კადრების გატანა სულ სამ კაცს თუ შეეძლო ქვეყნიდან, მათ შორის ადეიშვილს და მერაბიშვილს.
მერაბიშვილმა იცოდა, რომ აგრესია ამ კადრების შემდეგ ბაჩო ახალაიასთან მიმართებაში ექნებოდა ხალხს, რადგან „მწამებელის" იმიჯის შექმნაში თავადაც დიდი წვლილი მიუძღოდა.
რუსეთმა ვანოს დაავალა სააკაშვილის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება, რადგან ის მიუღებელი პერსონაა პუტინისთვის, დღეს ეს მიზანი ფაქტიურად მიღწეულია, მიშას 5-10 კაცი თუ ეყოლება ერთგული გვერდით, ეს რიცხვიც ბევრია. ყველაზე გასაკვირი კი ვანოს გუნდში გიგა ბოკერიას ყოფნაა.
ერთ რამეს გეტყვით, რომელიც დანამდვილებით ვიცი, როცა ციხის კადრები გავრცელდა, ერთ საათში შეკრება მოეწყო, რომელსაც ესწრებოდნენ ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია და მისი მეუღლე, გიგი უგულავა ასევე მეუღლითურთ. მოსასმენი აპარატებს ჯერ კიდევ ბაჩო აკონტროლებდა და თავის ყურით გაიგონა, თამარა ჩერგოლეიშვილი და ლელა კილაძე როგორ გაიძახოდენ ბაჩოზე - დავიჭიროთ, დავიჭიროთო. ერთ საათში ყველა მოსასმენს უკვე მერაბიშვილის ხალხი აკონტროლებდა.
ახალაია ან უნდა დაეჭირათ, ან გადაეყენებინათ, მოკლედ ობიექტი, რომელიც პრეზიდენტის ნდობით სარგებლობდა უნდა ჩამოეშორებინათ მისთვის, რაც მოახერხეს კიდეც.
ვანო ახლა ცუდ დღეშია, მას უნდოდა ივანიშვილის თამაში ეთამაშა, ჯერჯერობით მას ხელს არ კიდებენ და ამაში ახალი ხელისუფლების ინტერესი იკვეთება. მაგრამ მერაბიშვილმა იცის, რომ ივანიშვილი მას არ ენდობა ბოლომდე. ივანიშვილის უამრავი რამ არ მომწონს, მაგრამ სულელი არაა, კაცს რომელმაც თავის გუნდს უღალატა, დიდხანს თავის გვერდით არ გაიჩერებს, ახლა რა თქმა უნდა არის კოჰაბიტაცია, ფარული გარიგებები.მცდელობაა „ნაციონალური მოძრაობა" დარჩეს პოლიტიკაში, ოღონდ სააკაშვილის გარეშე.
რაც შეეხება ლაფანყურის სპეცოპერაციას, ბაჩო ახალაიას დაუსაბუთეს, რომ უკანო ბანდფორმირებებთან ჰქონდა ქვეყანას საქმე და გააგზავნინეს დანაყოფი ლაფანყურში. ეს ვანოს ხალხმა გააკეთა ისე, რომ საბოლოოდ ახალაიასთვის შეეწმინდათ ხელი.
ვანოს სხვა უამრავი დანაშაული უკავშირდება, მაგრამ მე იმაზე გესაუბრეთ, რაზეც მაქვს ინფორმაცია. დღეს რომ მხოლოდ ბაჩო ახალაია ზის ციხეში თავისთავად ბევრ რამეს ხდის ფარდას."

P.S მტკიცებულებების გარეშე ბრალდების სიმართლედ მონათვლა უსუსურობა იქნებოდა ჩვენი მხრიდან, თუმცა ვერსიას, რომელზეც ჩვენი ინკოგნიტო რესპოდებტი საუბრობს, არსებობის უფლება აქვს. ამიტომ თავს უფლება ვერ მივეცი, რომ მიღებული ინფორმაცია მკითხველისთვის დამემალა და გაგიზიარეთ.
მაკა დეკანოსიძე, geotimes.ge

6
11997
10-ს მოსწონს
8-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
11997
  
2018, 9 ნოემბერი, 20:51
ნუთუ? რს ყურუმსაღები!
2018, 25 სექტემბერი, 8:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი შოდა-ის კომენტარზე
2018, 1 სექტემბერი, 21:09
ავტორს საკუტარი აზრი არ გააჩნია. ეს ხალხი სოროსების ყურმოQრილი ყმები არიან! მათ არ აჯავტებთ სამშობლოს სატკივარი. მათი საზრუნავი მხოლოდ საკუთარი მუცელი, ძღომა და საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებაა! მათთვის არ არსებობს სამშობლო, არსებობს მხოლოდ პატივმოყვარეობა და გაუმაძღრობა!
2018, 1 სექტემბერი, 21:09
მაკუნას ეტყობა ვიღაცამ ჩაუკაკუნა!
2013, 23 აპრილი, 1:04
მადლობა... და რომ იცოდეთ ვინ ყვებააააა
2013, 18 აპრილი, 10:03
კარგი სტატიაა.
0 1 6