
უკრაინაში ზღაპარს "ქოსატყუილაზე" ბუნებრივია არ მასწავლიდნენ, მაგრამ საქართველოში დაბრუნების მერე წავიკითხე.
ამ სურათზეა თანამედროვე "ქოსატყულა", სამწუხაროდ ქართველი ჟურნალისტი ტვ "მთავარიდან", რომელიც დეზინფორმაციით წამლავს საზოგადოებას და ზიზღს და ბოღმას არ და ვერ მალავს საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, ვინც "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს.
წუხელ ეს ჟურნალისტი "რობოკოპების" წინ მდგარი ურცხვად ამცნობდა მაყურებელს: მესმოდა, როგორ საუბრობდნენ სპეცრაზმელები, თუ როგორ დაეკავებინათ ხაბეიშვილი!
ჯერ ხაბეიშვილი რა დასაჭერია, "ტროას ცხენი", რომელიც ნიკანორ მელიას მოსაშორებლად გამოიყენეს და მერე პარტიის თავმჯდომარეობიდან ისე "გააპანჩურეს", ალბათ ვერც კი მიხვდა მის თავს რაც ხდებოდა.
სპეცრაზმელებს დავალება, რომ ჰქონოდათ ხაბეიშვილის დაკავებაზე, მასზე დემონსტრაციაზე არ ისაუბრებდნენ, თან ამ დეზინფორმაციის "გენერატორის" წინაშე.
საიდან ამდენი ღვარძლი და ბოღმა ამ პატარა გოგოში? განა ფული იმდენად ფასეულია მის გამო საზოგადოების დიდ ნაწილს თავი შეაძულო?
სპეცრაზმელებს ფოიერკვერკებით დაწყებული რას არ ესროდნენ და ამ ახალი თაობის "კომკავშირელს" არც კი შერცხვა, როცა განაცხადა: სპეცრაზმი რეზინის ტყვიებს ესვრის დემონსტრანტებსო!
შეგნებულად გადავამოწმე და რეზინის ტყვიით დაზიანებული ან დაჭრილი არსად ფიქსირდება, რადგან წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლების არცერთ უწყებას ბრძანება არ გაუცია რეზინის ტყვიების და ნეიროპარალიტიკური გენერატორების გამოყენებაზე.
რუსთაველზე მიმდინარე ვანდალიზმით კმაყოფილი და გახარებული ქართველი "ქოსატყუილას" სახე, ასე გამოიყურება.

ჟურნალისტი არ უნდა იყოს მხარე, ის უნდა აშუქებდეს რეალობას და არ უნდა აწვდიდეს ინფორმაციას ცალმხრივად საზოგადოებას, უფრო დეზინფორმაციას, ვიდრე ინფორმაციას.
პოლიციელს სულაც არ აქვს თმენის ვალდებულება როცა აგინებენ, დააშავა-დაისჯება ვინც არ უნდა იყოს.
რუსული ფულით და ძებნილი კეზერაშვილის ფულით დაფინანსებული ავანტიურა არ შეიძლება კონსტიტუციურად სამართლებრივი იყოს.
თუ საჭირო გახდა, იქ სადაც 100 მოქალაქეს გამოიყვანთ, 100 000 მოქალაქეს გამოვიყვანთ, ვისაც საქართველოზე შესტკივა გული და დასავლურ დესტრუქციულ დირექტივებს არ იზიარებს!!!
უკრაინული "მაიდნის" ქართული ვერსია არ შედგება!
გასცდები დემონსტრაციისთვის განსაზღვრულ წესებს და ნორმებს-მიიღებ შესაბამის პასუხს, ასეა კანონმდებლობით დადგენილი.
არ გაუსვრიათ არცერთი რეზინის ტყვია, არ გამოუყენებიათ ნეირო-პარალიტიკური, მიმართული ზემაღალი სიხშირის გამომტყორცნი გენერატორები.
სიმართლე გითხრა მომბეზრდდა უაზროდ დროის ფლანგვა თქვენთვის რაიმეს ახსნაში, რადგან წყლის ნაყვაა.
იურისპრიდენციას ძალიან ცუდად იცნობთ, თუნდაც ქართულს.
როცა ქალაქის ინფრასტრუქტურას ანადგურებ, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე ბარიკადებს აწყობ და მერე ცეცხლს უკიდებ, ბუნებრივია ძალისმიერ პაუხს მიიღებთ.
ხარ საერთოდ შტატებში, საფრანგეთში ან გერმანიაში ნამყოფი?
იმდენი ადამიანი ხართ მანდ, ქალი საცობივით მოისროლეს, ოპერატორს ბულდოზერივით გადაუარეს, თან გაურკვეველმა ადამიანებმა, რატომ არ მიეშველეთ?
პოლიციელის ეკიპირების გარეშე მყოფისათვის წინააღმდეგობის გაწევა ხომ შეგეძლოთ თავისუფლად, რატომ არ მიეშველეთ?
ქვის სროლა, დედის გინება და ფოიერვერკის სროლა შორიდან ადვილია, კონტაქტურ ჩხუბში ჩართვას ერთი ადგილი უნდა ხო?
ძალის გადამეტებად აღიქმება, როცა ხელებაწეულს დაარტყამ, ესვრი ან ძაღლს მიუქსევ.
როცა სიმართლის გაგება არ გინდა, 2х2 ვერასდროს იქნება 4!!!