საქართველო ვანო მერაბიშვილი ქართული პოლიციის შესახებ განცხადებას აქვეყნებს 2013, 15 აპრილი, 14:45 დღეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ქართული პოლიციის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა თავის სოციალურ ქსელზე. უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ განცხადებას: "მე ვამაყობ, რომ გარკვეული წვლილი მიმიძღვის ახალი ქართული პოლიციის შექმნაში, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში საამაყოდ იქცა ჩვენი ქვეყნისთვის და სამაგალითოდ ჩვენი მეზობლებისთვის. სამწუხაროდ უკანასკნელ თვეების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დაკომპლექტება ძირითადად მოხდა ნაცნობობის, პირადი ლოიალობის და ნათესაობის ნიშნით. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ პოლიცია უნდა დარჩეს აპოლიტიკურ ორგანიზაციად, ემსახუროს მოსახლეობას და შეინარჩუნოს ის წარმატებები რომლებსაც მან რეფორმის შედეგად მიაღწია. 57 4-ს მოსწონს 5-ს არა
|