x
image
კიხოდი
" ერთ სცენაზე ასვლისას 55 ათას ადამიანს ვუძღვნი სიყვარულს და შემდეგ სახლში მარტო მივდივარ "-ჯენის ლინ ჯოპლინი
image

ჯენის ლინ ჯოპლინი დაიბადა 1943 წლის 19 იანვარს პორტ-არტურში ტეხასში, სადაც მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ყვაოდა ბლუზი, ჯაზი, ქანთრი, ამერიკელი ბლუზით შთაგონებული როკ-მომღერალი და პერიოდულად, კომპოზიტორიც, რომელიც თავისი განსხვავებული ხმით გამოირჩეოდა. ის 1960-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი როკ-მომღერალი იყო და ათწლეულის ყველაზე საუკეთესო როკ-მომღერლადაც აღიარეს. 1966-1970 წწ. ჯოპლინის შესრულებით ოთხი ალბომი გამოვიდა, აქედან ორზე, ის როგორც სან ფრანცისკოური ჯგუფის Big Brother and The Holding Company-ის ვოკალისტი, ხოლო დანარჩენ ორზე, როგორც სოლო მომღერალი გვევლინება.

ჯანის იმდენად უყვარდა სიმღერა რომ თავიდან ის ეკლესიებში
მღეროდა.ის კარგი მოსწავლე იყო 14 წლამდე, შემდეგ კი მან დაიწყო სკოლის გაცდენები და წონაში მოიმატა. სკოლაში მეამბოხე გახდა ქალთა ტანსაცმელების მიმართ, მას ერჩივნა კაცების დიდი ზომის მაისურები და ჯინსის შარვლები ეტარებინა.

ის შთაგონებული იყო ლეგენდარული ბლუზ შემსრულებელი ბესი სმითით, მა რეინითა და ოდეტით.ბავშვობაში აქტიურად უსმენდა ბილი ჰოლიდის, ბიგ მამა თორნტონს და Texas Blues-ისა და რიტმ ენდ . 17 წლისა იყო, როდესაც ამღერდა.

ჯენისი სწავლობდა ტომას ჯეფერსონის სკოლაში და მღეროდა ბლუს და ფოლკს მეგობრებთან.ის იყო ძალიან მორიდებული ბავშვი. ის ამბობდა "მე ვარ არარაობა, მე მიყვარს კითხვა, მე მიყვარს ხატვა, მე არ მძულს ზანგები". თინეიჯერობაში მას აწუხებდა ზედმეტი წონა.ამის გამო მას კანზე ჰქონდა ე.წ. სტრიები და მისი თანაკლასელები ხშირად დასცინოდნენ მას .ჯოპლინმა სკოლა დაამთავრა 1960 წელს და ჩააბარა ჯერ ტექნოლოგიურ კოლეჯში ბეუმონტში, შემდეგ ტეხასის უნივერსტეტში, თუმცა სწავლა მალევე მიატოვა. იქ ის მეტ დროს სმაში და გართობაში ატარებდა ვიდრე სწავლაში. პირველი კურსის დამთავრებისას მან დატოვა კოლეჯი
და ლოს ანჯელესში გადავიდა სამუშაოდ, ეს მისი პირველი ცდა იყო სახლიდან წასვლისა მაგრამ არაფერი გამოუვიდა და უკან დაბრუნდა.

თავზეხელაღებული, მეამბოხე ჯოპლინი ერთვება როგორც ბლუზის ასევე ბიტ პოეტების საზოგადოებაში. მისი პირველი სიმღერა ჩაიწერა მისი თანაკურსელის სახლში 1962წლის დეკემბერში. სიმღერის სახელწოდება იყო "რა სარგებლობა მოაქვს ალკოჰოლს" . 1963 წელს ჯოპლინმა დატოვა ტეხასი და გადავიდა სან ფრანცისკოში, 1964 წელს მან მუშაობა დაიწყო ჯეფერსონ ეარფლეინის გიტარისტ ჯორმა კაუკონენთან და ჩაწერა რამდენიმე სიმღერა

"Typewriter Talk"


"Trouble In Mind"

"Kansas City Blues"

"Hesitation Blues"
"Nobody Knows You When You're Down and Out"

"Daddy, Daddy, Daddy"

"Long Black Train Blues"
image

ასევე იღებდა დიდი რაოდენობით ალკოჰოლს. 1965 წელს ნარკოტიკების კერძოდ ამფეტამინის დიდი დოზით მოხმარების გამო, ჯენისი იმდენად გახდა რომ მას ეძახდნენ "სკილეტს", ამიტომ მეგობრის დაჟინებული თხოვნით ჯენისი დაბრუნდა სახლში, ტეხასში, ცხოვრების წესის შეცვლის მიზნით. მან დაიწყო მოდური ჩაცმა, უარი თქვა ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე. ჩააბარა უნივერსიტეტში და დაინიშნა მამაკაცზე, რომელსაც საბოლოოდ ცოლად მაინც არ გაჰყვა.

1966 წელს ის ჰიპებს შორის მეტ-ნაკლებად პოპულარულ ბენდში, Big Brother and the Holding Company-ში, მოხვდა. მუსიკოსებმა საკმაოდ კარგად აუღეს ალღო ჯოპლინის ვოკალს და ერთად რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვან კონცერტში მიიღეს მონაწილეობა. ნელ-ნელა ჯოპლინი უბრალო ვოკალისტობიდან ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. თუ ბენდის აფიშებზე მისი სახელი თავდაპირველად გამოკვეთილი არ იყო, ცოტა ხანში წარწერა "Big Brother and the Holding Company" "Janis Joplin and Big Brother and the Holding Company-თ შეიცვალა.

სადებიუტო ალბომი გამოვიდა 1967 წლის აგვისტოში. 1967-ში ჯგუფი მონტერეის პოპფესტივალზე გამოვიდა. ეს იყო ჯენის ჯოპლინის პირველი მტკიცე ნაბიჯი ვარსკვლავობისკენ. გამოსვლას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.მონტერეიდან მცირე ხნის შემდეგ მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი გამოუშვეს. ამას მოჰყვა კონტრაქტები, ტურები შტატების სხვადასხვა ქალაქში, ბევრი კარგი გამოსვლა, მათ შორის - ისეთი მუსიკოსების გვერდითაც, როგორებიც იყვნენ ჯიმი ჰენდრიქსი, ბადი გაი და ჯონი მიტჩელი. ნელ-ნელა ჯოპლინმა პრესის ყურადღებაც მიიპყრო. მასზე თითქმის ყველგან წერდნენ, ჟურნალმა Vogue-მა კი ჯენისი ყველაზე ძლიერ ქალ როკვოკალისტადაც კი დაასახელა.image


სამწუხაროდ, რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევდა, ნარკოტიკებსაც მით მეტად მოიხმარდა. მისი ბენდის წევრები ამბობდნენ, რომ ჯოპლინში ორ სხვადასხვა ადამიანს ხედავდნენ: ერთი მხიარული, ოდნავ შეშლილი და ძალიან თამამი გოგო იყო, სცენაზე ნამდვილ შოუს რომ დგამდა, მეორე კი - სრულიად სხვანაირი, ჩაკეტილი და მარტოსული არსება, რომელსაც საკუთარი გარეგნობის კომპლექსი ტანჯავდა და გამუდმებით პრობლემები ჰქონდა მეგობრებთან. როგორც ჩანს, ჯენისი სწორედ ამ პრობლემებისგან გასაქცევად ეძალებოდა ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებს.ამ პერიოდში დადიოდა ჭორები რომ ჯოპლინი ჯერ ჰენდრიქსის საყვარლი იყო შენდეგ კი მორისონის.
ჯოპლინმა და ბიგ ბრაზერსმა ჩაწერა ალბომი "ჩიფ თრილს", რომელსაც ფაქტიურად წარმოუდგენელი აღიარება მოუტანა ჯოპლინს.თუმცა ერთ-ერთი ტურნეს დროს, 1968 წელს, ჯოპლინმა დატოვა ბიგ ბრაზერსი და დაიწყო სოლო კარიერა.

მან გამოუშვა ალბომი "კოზმიკ ბლუს" რომელიც პირველ ალბომთან შედარებით არც ისეთი წარმატებული აღმოჩნდა. ჯოპლინი აქტიურად განაგრძობდა ჰეროინის და სხვა ნარკოტიკების მოხმარებას.მას ჰქონდა გამუდმებით პრობლემები ორგანიზატორებთან. ძალიან ხშირად ის სცენაზე ტოვებდა ნემსებს და შპრიცებს, ცარიელ ბოთლებს აგდებდა სცენიდან, რაც ხშირად კომფლიქტის მიზეზი ხდებოდა. ბოლო სიმღერა რომელიც ჯოპლინმა ჩაწერა იყო "მერსედეს ბენცი" .შაბათს, 3 ოქტომბერს, ჯოპლინს უნდა ჩაეწერა ნიკ გრავიტის ""BuriedAlive in the Blues", მაგრამ პოლ როტჩილდმა (პროდუსერი) ლენდმარკის ჰოტელში, სადაც ჯენისი ბოლო დროს ცხოვრობდა, ნახა გარდაცვლილი. ოფიციალური მიზეზი 27 წლის ჯენისის სიკვდილის არის ჰეროინის გადაჭარბებული დოზით მოხმარება ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.image

1970 წლისთვის ჯენისი უკვე შემდგარი ვარსკვლავია. მის ალბომს
"Pearl" ("მარგალიტი") სულ მალე მილიონობით ადმიანი მოუსმენს,
მაგრამ, სამწუხაროდ, თავად ამას ვერ მოესწრება.1970 წლის 3 ოქტომბერს მომღერალი სტუდიაში იმყოფებოდა და ძალიან კმაყოფილი იყო ალბომის ჩაწერის პროცესით. ბენდთან ერთად ის ერთ-ერთ კომპოზიციაზე მუშაობდა. ბედის ირონიით, კომპოზიციას "Buried Alive in Blues" ("ბლუზში ცოცხლად დამარხული") ერქვა. მუსიკოსები შეთანხმდნენ, რომ ჯენისის ვოკალს მეორე დღეს, 4 ოქტომბერს ჩაწერდნენ, მაგრამ საბოლოოდ ალბომში კომპოზიციის
ვოკალის გარეშე შეტანა მოუხვდათ, რადგან 4-ში, შუადღისას, ჯოპლინი საკუთარ ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი ჰეროინის ზედმეტი დოზა იყო. ოქტომბრის პირველ
კვირას ამავე მიზეზით ლოს ანჯელესში კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა დაიღუპა. როგორც ამბობენ, მათ და ჯენისს ერთი და იგივე ნარკოდილერი ამარაგებდა, რომელმაც ზედმეტად "ძლიერი"
ჰეროინი გაყიდა..

ალბათ ღირს იმის აღნიშვნაც, რომ ჯენის ჯოპლინი ლეგენდარული გიტარისტის, ჯიმი ჰენდრიქსის სიკვდილიდან ზუსტად 16 დღის შემდეგ გარდაიცვალა. ორივე ნარკოტიკებისგან დაიღუპა და ორივე სულ რაღაც 27 წლის იყო.


ჯენის ჯოპლინის რამოდენიმე ციტატა :


" როდესაც ვმღერი, ისეთი გრძნობაა თითქოს პირველად შეგიყვარდება ვიღაც, ეს უფრო მეტია ვიდრე სექსი. ეს არის მომენტი როდესაც ორი ადამიანი ნახულობს სიყვარულს, როდესაც პირველად შეეხები ვინმეს,
ეს გიგანტური გრძნობაა რომელიც მთელს აუდიტორიაზე გადის ამ დროს სიმშვიდეს ვპოულობ"

" ერთ სცენაზე ასვლისას 55 ათას ადამიანს ვუძღვნი სიყვარულს და შემდეგ სახლში მარტო მივდივარ "

" ყოველთვის მინდოდა ხელოვანი ვყოფილიყავი. როგორც სხვა გოგოებს უნდოდათ ყოფილიყვნენ სტიუარდესები, ვკითხულობდი, ვხატავდი, ვფიქრობდი.. "

" საყვარელო, ვიცი როგორც გრძნობ თავს, ვიცი რომ ერთი მიზეზიც არ გაქვს რომ სახლში დაბრუნდე, მიდი დაჯექი და დაითვალე შენი თითები, ჩემო უბედურო გოგონავ "



ჯოპლინის სხეულს კრემაცია გაუკეთეს, ფერფლი კი კალიფორნიის ერთ-ერთ სანაპიროსთან, წყნარ ოკეანეში, მიმოაბნიეს
თვითმფრინავიდან. ამ რიტუალით ის თითქოს სამყაროს შეერწყა...

წლების შემდეგ, ჯოპლინი აღიარეს მოვლენად ფსიქოდელური როკის და ბლუზის უბადლო შესრულებისთვის.ჯენისის ცხოვრება
გახდა შთაგონების წყარო დოკუმენტარული წიგნის დაწერისა. ერთ-ერთი არის Love, Janis (1992) მისი დის, ლაურა ჯოპლინის დაწერილი.

0
89
2-ს მოსწონს
ავტორი:კიხოდი
კიხოდი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0